საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს ნასყიდობის აქტი "საგაბაშვილო თხინვალის" მამულის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკისგან თავადაზნაურობის მიერ შეძენილი "ატენის" მამულის ნასყიდობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს თავადაზნაურობის მიერ დიმიტრი შერვაშიძისგან მიწების ნასყიდობის აქტის ასლი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს ილია წინამძღვრიშვილისგან თავადაზნაურობისათვის გადაცემული მამულის ნასყიდობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს ნიკოლოზ ჭავჭავაძის სახელობის ფონდის გარანტად იოსებ შალიკაშვილის მემკვიდრეებისაგან დაგირავებული მამულის გირავნობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს პირობის წერილი თავადაზნაურობის საზოგადოების "კახითი" და გრიგოლ ფრიდონოვის საზოგადოების „კათე“ შორის ვალის გადახდის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს სესხის გარანტად მიღებული გირავნობის აქტი სვიმონ ხეთაგურის მამულზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს ნიკოლოზ ციციშვილის სესხის გარანტად მიღებული მამულის გირავნობის აქტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მიხეილ სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო ბანკის წერილი სამთო-სამრეწველო საზოგადოების გელზენკირხენისა და კავკასიის სამადნო ამხანაგობის შავი ქვის წარმოებათა შეძენის თაობაზე შეთანხმების პირობების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ გამოსცა ბრძანება სამინისტროს საერთო საქმეთა განყოფილების უფროს გიორგი გაბრიელის ძე ფიცხელაურის სამსახურებრივი საქმეებისთვის ბაქოში გამგზავრების გამო ფულადი ქაღალდების ტექნიკური განყოფილების უფროსის, ინჟინერ ი. ო. დადიანისთვის გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატთან უშუამდგომლა ქართული ენის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებელ გიორგი მინას ძე აბაშიძეს, რათა იგი ქართული ენის შტატის მასწავლებლად დაემტკიცებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატს N19 შუამდგომლობასთან ერთად გიორგი მინას ძე აბაშიძის დიპლომი და ფორმულიარის ასლი გაუგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, მარიამ გარსიაშვილს სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვლებოდა ნამსახური წლები, თუ ის შეიტანდა სახაზინოში სამსახურის განმავლობაში მიღებული ჯამაგირის სათანადო პროცენტს, საპენსიო ფონდის გასაძლიერებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს საშუალო სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს დადგენილებით, კლასის დამრიგებელ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს მე-5 და მე-6 კლასებში ფრანგული ენის გაკეთილები მიეცა. ამილახვარი დამრიგებლად 12 წელი მუშაობდა. ის მთავარგამგეს ამილახვრის ფრანგული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნას სთხოვდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ დავითის ასული ციციშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროში საშუალო სკოლათა მთავარგამგეს სწერს, რომ ბარბარე ივანეს ასულ ამილახვარს დამთავრებული ჰქონდა თბილისის ქალთა ინსტიტუტი. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი თამარ ციციშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დროებით დაშვებული კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები გაუგზავნა: განათლების მოწმობა N 1124 და ფორმულიარის ასლი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 9 დეკემბერს კიევის კომერციული ინსტიტუტის საპროფესორო სტიპენდიატმა ნიკოლოზ ქოიავამ განათლების მინისტრს სტიპენდიით დაკმაყოფილების მოთხოვნით უნივერსიტეტის რექტორატს წერილი გაუგზავნა.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ბარბარე ივანეს ასულმა ამილახვარმა დაამთავრა თბილისის ქალთა ინსტიტუტი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 9 დეკემბერს განათლების სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა მასწავლებლებისთვის ხელფასის დროულად დარიგების შესახებ. ხელს აწერენ ვუკოლ ბერიძე და მაქსიმე ბერძენიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 დეკემბერს გზათა სამინისტროდან სახაზინო გზათა გენერალ-გუბერნატორს მისწერეს, რომ 28 ნოემბერს, დღისით, კახეთის მეორე ვერსზე გადასასვლელის დარაჯ ბახჩალ ისმაილ ოღლის თავს დაესხა ორი ბოროტმოქმედი, თავში დაჭრეს და 45 მანეთი წაართვეს. გენერალმა გზათა სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა სიმშვიდის უზრუნველსაყოფად რკინიგზების დამცველი რაზმის გაეძლიერება სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 დეკემბერს გზათა სამინისტროდან სახაზინო გზათა გენერალ-გუბერნატორს შეატყობინეს, რომ ნავთლუღის რაიონში ბოროტმოქმედება მძვინვარებდა, მე-7, მე-11 ვერსის გადასასვლელის დარაჯები და მე-10 ვერსში მცხოვრები მუშები შეშინებულები იყვნენ, და სთხოვეს, რკინიგზების დამცველი რაზმი გაეძლიერებინათ მუშა-მოსამსახურეთა სიმშვიდის უზრუნველსაყოფად. წერილს ხელს აწერს ფეოფან კობეშავიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N159 ბრძანებით ბ. ჟორჟოლიანი თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის ლათინური ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 159 ბრძანებით ნადეჟდა იოსების ასული ბებიაშვილი ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 159 ბრძანებით ი. მაჭავარიანი ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 160 ბრძანებით თამარ ალექსი-მესხიშვილი თბილისის ქალთა მეხუთე გიმნაზიაში არითმეტიკის პედაგოგად დაინიშნა.