საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85437

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, დიმიტრი ყიფიანის, გიორგი თუმანიშვილისა და სხვათა მეთაურობით დაარსებულმა დრამატული საზოგადოების მუდმივმა დასმა ბარბარე ჯორჯაძის „რას ვეძებდი და რა ვიპოვე” წარმოადგინა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „მუსიკა და ქართველი მემუსიკენი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ვერსად, ვერასდროს...“.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-1917 წლებში ისიდორე რაჟდენის ძე კროჭი ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862 წელს კოზმან სვიმონის ძე ქველაძე ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრმა ჯაჯუ ჯორჯიკიამ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრმა იოსებ ბარათაშვილმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში კოტე მესხის პანაშვიდზე, ქაშვეთის ეკლესიაში, სიტყვა წარმოთქვა მსახიობმა ლადო მესხიშვილმა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ჭიათურაში გიორგი დეკანოზიშვილის მიერ შეკრებილი სცენისმოყვარე ახალგაზრდები იყვნენ: ევ. წერეთელი, იულია წერეთელი, მარ. აბდუშელიშვილი და სხვ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ჭიათურაში გიორგი გაბრიელის ძე დეკანოზიშვილმა რამდენიმე ახალგაზრდას მოუყარა თავი და სოლომონ ჩაჩანიძის სახლში წარმოადგინეს პიესები „უჩინმაჩინის ქუდი“ და „ძუნწი“.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლიდან ჭიათურაში წარმოდგენებს დგამდნენ თბილისიდან მიწვეული რეჟისორების ვალერიან შალიკაშვილისა და მეუღლის, ნატალია ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს პავლე იოსების ძე თუმანიშვილი, ნიკოლოზ ერისთავი, იოსებ ბარათაშვილი, შალვა მიქელაძე, იოსებ გედევანიშვილი, შალვა მესხიშვილი, არჩილ ავალიშვილი და დიმიტრი დუმბაძე იყვნენ ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრები.

1850

ტიპი: ღონისძიება

1850 წლის 2 იანვარს პირველი გიმნაზიის დარბაზში ილ. ორბელიანის, ოქ. ერისთავის, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის, ანდრეევსკისას, ა. ორბელიანისას, გ. ერისთავის, ქ. ორბელიანისას, გ. შანშიაშვილისა და მ. ჭილაშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს „გაყრა“.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის პირველ ოქტომბერს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი დიმიტრი სვიმონის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-77 წლებში დიმიტრი სვიმონის ძე აბაშიძე ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1883

ტიპი: გარდაცვალება

1883 წლის 8 იანვარს ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იოსებ ანთიმოზის ძე კროჭი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა ნოე ჩხიკვაძემ.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-83 წლებში იოსებ ანთიმოზის ძე კროჭი ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 მაისს სახალხო სახლში ტრიფონ რამიშვილის ახალი პიესა „დედინაცვალი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ბათუმიდან თბილისში წარმოდგენების გასამართად ჩამოვიდნენ რეჟისორი შალვა დადიანი, მუსიკოსი დიმიტრი არაყიშვილი და მომღერალი სანდრო აბაშელი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 29 მაისს ოზურგეთის თეატრის გახსნის საიუბილეო წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულები იყვნენ ვლადიმერ მესხიშვილი და იუზა ზარდალიშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 18 მაისს კოტე მესხის დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა მსახიობმა იოსებ ივანიძემ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გიორგი დეკანოზიშვილის მიერ ჭიათურაში შეკრებილი სცენისმოყვარეები იყვნენ: თედო კიკვიძე, სამსონ ყაზაიშვილი, ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ფ. დარჩია, კ. წერეთელი, კარპე სპირიდონის ძე მოდებაძე, ბეს. კაპანაძე, სოლომონ ჩაჩანიძე და სხვ.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800-1838 წლებში სიმონ ნანიტაშვილი ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს ეგნატე კამკამიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.