რეგისტრირებული ფაქტები85422
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელი ლავრენტი წულაძე საეპარქიო საბჭოს ოზურგეთის განყოფილების წევრი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გურიის მაზრის სოფელ შუა სურებში გახსნილი ერთკლასიანი სამრევლო სკოლა მღვდელმა ლავრენტი წულაძემ აკურთხა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ტიტე ქიქოძე სიღნაღისა და თელავის მაზრების დაწესებულებათა სარევიზიო შემოწმებაზე იმყოფებოდა.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფ ბარონ დე ბაიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ივანე ამილახვრის სტუმართმოყვარეობას.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფმა ბარონ დე ბაიმ თავად ივანე ამილახვარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფელიქს ფორის მოკითხვა გადასცა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქალაქ თბილისის გამგეობის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა მიხეილ იაკიმოვი, ყოფილი ხმოსანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის საბეითლო ნაწილის გამგე ზოლოტარიოვი გაემგზავრა ზაქათლის ოლქში, სადაც საქონელი აცრა ჭირის წინააღმდეგ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს ფინანსური შემწეობისთვის სამასამდე მოქალაქემ მიმართა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, ნატო გაბუნია-ცაგარელი და ეფემია მესხი ქართული დრამატული დასის მიწვეული არტისტები იყვნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი და ელისაბედ ჩერქეზიშვილი ქართული დრამატული დასის მიწვეული არტისტები იყვნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი და სვიმონ გოგოლაშვილი ქართული დრამატული დასის მიწვეული არტისტები იყვნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 15 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ელიზბარ ჯაჯანაშვილის განცხადება, რომლის თანახმად, მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე ფოტოგრაფიის კურსის საფასური 15 მანეთი იქნებოდა, ხელმოკლე მოწაფეებს კი უფასოდ მოემსახურებოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 15 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ელიზბარ ჯაჯანაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის ფოტოგრაფიის კურსს ხელმძღვანებლობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ნიკოლოზ ზუბალაშვილმა თბილისის მთავრობას ღარიბი ქრისტიანებისთვის თავშესაფარის მოსაწყობად სასამართლოს ქუჩაზე მდებარე სახლი უანდერძა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართული კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრება დაიყო 8 სექციად, პირველი სექციის თავმჯდომარე იყო მიწათქმოქმედების დეპარტამენტის მოხელე ვ. ი. მასალსკი, მდივანი – ი. გ. ქუთათელაძე.