რეგისტრირებული ფაქტები85415
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა გასაყიდი მამულების სია, რომელთა შესყიდვის თაობაზე მსურველებს ივანე ხატისოვითვის უნდა მიემართათ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 7 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ილინსკი ნიჟნინოვგოროდში ეგზარქოსად გადაიყვანეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 7 თებერვლის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი სომხეთის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, გორის სამოქალაქო თვითმმართველობის ხელმძღვანელის, ი. ელიმირზოვის მუშაობით გორის მოსახლეობა კმაყოფილი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ივანე მესხის სტამბაში ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, თბილისში ექვთიმე ხელაძის სტამბაში ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, ლექსთა კრებული „სალამური“ ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემით იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 თებერვლის „დროების“ ცნობით, ხაშმში მცხოვრები იაგორ და ლუკა ნახუცრიშვილები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 15 თებერვლის „დროების“ ცნობით, დავით ნაცვლიშვილი სართიჭალის პრისტავი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ალექსანდრე ძოწენიძემ ქართველ ფარმაცევტთა მიერ შეწირული თანხა გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: მ. არაზოვმა, ალ. ძოწენიძემ, ონ. ახვლედიანმა, ალ. მეძმარიაშვილმა, გრ. მგალობლიშვილმა, ს. ნადარეიშვილმა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ფარმაცევტმა გვანცელაძემ 3 მანეთი შესწირა, ხოლო ფარმაცევტმა რ. ანდრონიკაშვილმა – 2 მანეთი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივნისს იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით ოზურგეთის თეატრში მხიარული საღამო გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ ივნისს ოზურგეთის თეატრი აკურთხეს და საღამოს ვლადიმერ მესხიშვილისა და იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით „კრიჩენსკის ქორწინება“ წარმოადგინეს.