რეგისტრირებული ფაქტები85415
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 აგვისტოს ელექტროტექნიკოსი ა. ჯავახიშვილი პრინც ალექსანდრე ოლდენბურგელის მინდობილობით აფხაზეთში გაემგზავრა. პრინცს გაგრაში, ზღვის ზოლთან ახლოს, სანატორიუმის აშენება სურდა. აგების ხარჯი შეადგენდა მილიონ-ნახევარ მანეთს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით 38-ე ვლადიმირის პოლკის კაპიტან იესე ნაცვლიშვილს წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით თურქეთის მეორე სათადარიგო არტილერიის ბრიგადის კაპიტან ალექსანდრე ყარანგოზიშვილს წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენი გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით პორუჩიკ თეოფანე მანველიძეს სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი გადაეცა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში ზაქარია ჩხიკვაძემ ფილარმონიული საზოგადოები წესდებაზე მუშაობა დაასრულა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ მარტს ხაშურის დრამატულმა საზოგადოებამ სტეფანე გიორგის ძე ნოზაძის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილე იზეიმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით მიხეილ ავალიანს, ამიერკავკასიის პოლიციის დარაჯთა ოფიცერს განჯის გუბერნიაში, წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენი გადაეცა.
1901
ტიპი: მფლობელობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით 61-ე ვლადიმირის პოლკის კაპიტან ალექსანდრე ჯაფარიძეს სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით პორუჩიკ თეოფანე მანველიძეს სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი გადაეცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ზაფხულში კახეთში ყოფნისას ზაქარია ჩხიკვაძემ მელიტონ ბალანჩივაძეს გაუმხილა, რომ ფილარმონიული საზოგადოების დაარსება სურდა და წესდების შედგენაც დაწყებული ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით შავი ზღვისპირის 149-ე პოლკის პოდპოლკოვნიკს, მიხეილ ჯაყელს წმ. ანას მესამე ხარისხის ორდენი გადაეცა.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1917 წლებში კირილე ნიკოლოზის ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.