საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დაინიშნა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის გამოსაცდელი სპექტაკლები, წარმოადგინეს ვალერიამ გუნიას მიერ რუსულიდან გადმოკეთებული კომედია „პირველი ბუზი" და ივანე მაჩაბლის ორმოქმედებიანი კომედია „ადვოკატი მელაძე".

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 30 აგვისტოს თბილისში უეცრად გარდაიცვალა თბილისის საკონტროლო პალატის უფროსი ბუტირკინი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 30 აგვისტოს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საბჭომ მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის თანაშემწე ფ. ა. შიმანოვსკი აირჩია მომავალ სამეურნეო კრებათა გამგედ და თავმჯდომარედ გარდაცვლილი ვიქტორ გეევსკის ნაცვლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 30 აგვისტოს თბილისის ქალაქისთავმა გიორგი ევანგულოვმა თბილისის სახლის მეპატრონებს წერილით შეატყობინა, რომ ქართველ თავადაზნაურთა მეთაურობით 25-27 სექტემბერს თბილისში გაიმართებოდა საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლის იუბილე, რომელშიც მისახლეობასაც უნდა მიეღო მონაწილეობა და ქალაქის დიდი ხარჯის გამო სთხოვა, იმდენი თანხა გაეგზავნათ, რამდენიც შეეძლოთ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის კადეტთა კორპუსის ინსპექტორი, პოლკოვნიკი სტრუსევიჩი სიმბირსკის კადეტთა კორპუსის ინსპექტორად გადაიყვანეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ა. გ. მირზაშვილის სასწავლებელმა და პანსიონმა გამოაცხადა მიღება. სწავლა დაიწყებოდა სექტემბერში. ბავშვებს იღებდნენ გიმნაზიის, რეალური და კომერციული სასწავლებლებისათვის მოსამზადებლად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 31 დეკემბერს თბილისის ოლქის სასამართლოს ახალ პროკურორს, სტეფანოვს თბილისის პოლიციის ბოქაულები და მოხელეები წარუდგინეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის სექტემბერში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი რამდენიმე დღით ბორჯომში გაემგზავრა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში დაიბეჭდა არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ახალი წიგნი „ლექსები, სცენები და მოთხრობები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისს ვახტანგ კოტეტიშვილმა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში წაიკითხა ლექცია „სიმახინჯე, როგორც სახე მე-XIX საუკუნეში ქართველისა დღევანდლამდე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 ივნისს ნიკოლოზ გვარაძემ, იოსებ ჟივიძემ და ნიკოლოზ ჩაგუნავამ სარიყამიშში პირველი ქართული წარმოდგენა გამართეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კონსტანტინე ბალმონტს უკვე ნათაგმნი ჰქონდა „ვეფხისტყაოსნის“ შესავალი, 16 ტაეპი და თამარა როს. ყანჩელისას გამოუგზავნა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დასასვენებლად ბორჯომში გაემგზავრა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში გ. ღვინიაშვილს თბილისში კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი, რის შემდეგაც იტალიაში უნდა გამგზავრებულიყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მსახიობი ელენე ანდრონიკაშვილი ბაქოს დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში 12-კაციანი დასი ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით საგასტროლოდ პროვინციაში გაემგზავრა, უნდა წარმოედგინათ „მუშის პატიოსნება“ და „ოჯახის გაუბედურება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ ანაშვილის წერილი „დ. ახალ სენაკის თეატრი“.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის 20 ივნისს მუსიკოსი დიმიტრი არაყიშვილი დასასვენებლად პატარა ცემში წავიდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ბათუმის დასის მსახიობი და რეჟისორი შალვა დადიანი ბაქოს დასის რეჟისორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ექიმმა გ. ხირსელმა თელავში სახალხო უნივერსიტეტის დაარსების საკითხი წამოჭრა, ამ წამოწყებას მხარს უჭერდა მსახიობი თამარა გოგოლაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ქაშვეთის ეკლესიაში კოტე მესხის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს პანაშვიდი გადაიხადეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის საგუბერნიო მმართველობას თბილისის მცხოვრებმა გამრეკელმა თხოვნით მიმართა, ნება მიეცათ, სურბ-კარაპეტის ხევში თიხის ჭურჭლის ქარხანა გაეხსნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მ. დელამურეს მიერ შექმნილი გონორეის წამლის, „რაპიდის“ შეკვეთა თბილისში, ლორის მელიქოვის №16-ში, კ. აკოპიანთან შეიძლებოდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ლუკა იაკობაშვილი ჩიხის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: გარდაცვალება

1880 წელს ჩიხის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი მარკოზ სვიმონის ძე იაკობაშვილი გარდაიცვალა.