რეგისტრირებული ფაქტები93105
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სომეხი ბენეკ ლეონის ძე ეგიაზარიანცი თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიის სომხური ენის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ნოემბრიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე თბილისის მე-2 კომერციული სასწავლებლის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მისი ანაზღაურება შედგენდა 6 000 მან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ დები, ოლღა და ეკატერინე ერქომაიშვილები აუწყებენ ნათესავებს, რომ 8 დეკემბერს დაკრძალავდნენ სილოვან ერქომაიშვილს. პანაშვიდი ჩატარდებოდა ქაშვეთის ეკლესიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 8 დეკემბერს დილით იმართებოდა ოპერა „ჟიდოვკა“. შვამბერგის, მარკოვის, ისეცკის და მოლჩანოვის მონაწილეობით. საღამოს კი ოპერა „ლაკმე“ საბანეევას, ორდას და ზალიპსკის მონაწილეობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ მამა გაბრიელ დავითის ძე ახმეტაშვილი აუწყებს ნათესავებს და მეგობრებს, რომ 8 დეკემბერს, 12 საათზე გადაიხდიან ანასტასია ახმეტელაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
1918
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „სახალხო საქმის" მეშვეობით, დარო და მათე იანქოშვილები ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებდნენ, რომ 1918 წლის 8 დეკემბერს ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ მათი სიძის, ვახტანგ გულისაშვილის პანაშვიდს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით, მარიამ ბახუტაშვილი აუწყებს ნათესავებსა და მეგობრებს, რომ მისი მეუღლის, გიორგი ბახუტაშვილის პანაშვიდდ გადაიხდიან 8 დეკემბერს კალოუბნის ეკლესიაში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ივანე და ნიკოლოზ ანდრიას ძე ყიფშიძეები მეუღლეებითურთ: ნინო ბესარიონის ასული და დარია ვასილის ასული ყიფშიძეები აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ 8 დეკემბერს, დილის 10 საათზე ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხდიან დის, ანეტა ყიფშიძის პანაშვიდს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" მეშვეობით ქვრივი მარიამ გიორგის ასული შერმაზანოვი და ქალიშვილი თამარ სერგოს ასული შერმაზანოვი აუწყებენ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ სერგო გიორგის ძე შერმაზანოვის წლისთავის წირვას გადაიხდიან 8 დეკემბერს ხოჯევანქრის სასაფლაოს ეკლესიაში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 8 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ მეშვეობით ქვისლები: დარჩო დივანოვი და არტაშ მიქელოვი მეუღლეებითურთ: ეკატერინე გიორგის ასული დივანოვი და სათენიკ გიორგის ასული მიქელოვი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებენ, რომ სერგო გიორგის ძე შერმაზანოვის პანაშვიდს გადაიხდიან ხოჯევანქის სასაფლაოს ეკლესიაში დილის 11 საათზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 დეკემბერს ცხინვალში გაიხსნა პირველი ოსური გიმნაზია, რომლის დირექტორი ღვთისმეტყველების კანდიდატი, ბიძინა კოჩიევი იყო. ის ოსურ და გერმანულ ენებს ასწავლიდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 1918 წლის 8 დეკემბერს სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილის გამოსვენება გაიმართებოდა ბინიდან (პუშკინის ქ. N 27), წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში, დაკრძალავდნენ წმინდა ნინოს სასაფლაოზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს თავადაზნაურობის დაწესებულებებში მოსამსახურეთა ნივთიერი დაკმაყოფილება ამ დაწესებულებათა ლიკვიდაციის გამო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ, გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ თავადაზნაურობის დაწესებულებებში მოსამსახურეთა უზრუნველყოფის საკითხის განხილვა ნაადრევია, რადგან ახალი გამგებლობა ძველი თანამშრომლების დათხოვნას არ აპირებს და თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ასეთი მოსამსახურეები დაკმაყოფილებულნი იქნებიან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომის დადგენილებით, თავადაზნარობის დაწესებულებების მომსახურენი უსამსახუროდ დარჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნებოდნენ დახმარებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომის დადგენილებით ქონების ჩაბარების და საქმეთა გადაცემის დროს, ეროვნულ საბჭოს აგრეთვე სათანადო ორგანოს მოსამსახურეთა სია უნდა გადაცემოდა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა თითოეულის თანამდებობა, ხელფასის ოდენობა, მსახურობის ხანგრძლივობა და სხვა.

