საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 25 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში ტარიელ პაპუნას ძე ლორთქიფანიძის წლისთავის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 25 იანვარს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ნინო იაკობის ასულ დაფქვიაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ ქართველ მწერალთა კავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 იანვარს, 12 საათზე, დიდუბის პანთეონში საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის აღსანიშნავად გაიმართებოდა საეკლესიო და სამოქალაქო პანაშვიდები ქართველ პოეტთა, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა – ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იროდიონ ევდოშვილის, არჩილ ჯორჯაძის, კიტა აბაშიძის, იაკობ გოგებაშვილის, ლალიონის, ნინო ორბელიანისას და სხვ. – მოსახსენებლად. სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ივანე გომართელი, აკაკი პაპავა, პაოლო იაშვილი და სხვ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 25 იანვარს ელენე ფარსადანის ასული ციციშვილის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში უნდა გაესვენებინათ და კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის გალავანში დაეკრძალათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ილიკო საკანდელიძე აცხადებდა, რომ ჰყიდდა სამოსახლო ადგილს საბურთალოზე, მისამართი: პირველი თუმანოვის ქუჩა N8.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს, კვირას, ქართული კლუბის თეატრის დარბაზში კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს თავმჯდომარეობით გაიმართა მორწმუნეთა საზოგადოების მორიგი კრება, რომელსაც ბევრი ხალხი დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ამხანაგის 1920 წლის 26 იანვრის N17 ბრძანებაში წერია, რომ ჩაეთვალოს სახელმწიფო სამსახურში ხუთწლეულებისა და პენსიის მისაღებად ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელ დეკანოზ ივლიანე აბესაძეს საპედაგოგო ასპარეზზე ნამსახურეობის წლები, 1884 წლის 19 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე. ხელს აწერენ: მინისტრის ამხანაგი – ნოე ცინცაძე და დედანთან სისწორეს ხელს აწერს ივანე ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვრის განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე სოფიო ბახუტაშვილს, ხაშურის ქალთა გიმნაზიის უფროს ქალს, პედაგოგად ნამსახური წლები 1903 წლის 12 სექტემბრიდან 1918 წლის პირველ სექტემბრამდე პენსიის მისაღებად ჩაეთვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილს ნამსახურევი წლები ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში პენსიის მისაღებად.

1920

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი დაინიშნა განათლების სამინისტროს წარმომადგენლად ქუთაისის რუსულ კერძო პროგიმნაზიაში მეოთხე კლასის გამოცდებზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს მთავარგამგე ჭუმბურიძემ და მდივანმა არჯევანიძემ სენაკის ქალაქის გამგეობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი იანვრიდან ნიკოლოზ ანჯაფარიძე სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობაში სენაკის განყოფილების 1918 წლის ანგარიში წარადგინა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობა საკუთარი ხარჯით ინახავდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, წიგნის მაღაზიასა და საქსოვ სახელოსნოს.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 26 იანვარს დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციას ილია ჭავჭავაძის ქვრივის, ოლღა გურამიშვილის მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე სწერდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს ბაქოში სომხეთის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ბანკეტზე სომხების გარდა დაესწრნენ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლივერ უორდროპი, სპარსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები. სულ ორმოცამდე სტუმარი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ თბილისსა და ბაქოში საყოველთაო პატივისცემასა და კეთილგანწყობას გრძნობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ ბრიტანეთიდან მოსულ ახალ ამბებში მისი კავკასიაში საქმიანობის, აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის გაწეული მუშაობის შესახებ ეწერა. ამ ინფორმაციას ლონდონური გაზეთებიდან შეიტყობდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, იმედოვნებდა, რომ თბილისში დაბრუნებულს მისი წერილი დახვდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში ფილტვების ანთება მთელ ქალაქში იყო გავრცელებული და სიკვდილიანობაც საკმაოდ მაღალი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს გამართული ვახშმიდან 2-ის ნახევარზე დაბრუნდა სახლში. დილით გასეირნება სცადა, თუმცა ბაქოში ცნობილმა ჩრდილოეთის ძალიან შემაწუხებელმა და ცივმა ქარმა ხელი შეუშალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი ბაქოში ძალიან პოპულარული პიროვნება იყო. სპარსულ ენაზე მისი გამოსვლები ამ ენის მასტერკლასად ითვლებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ სპარსეთის წარმომადგენელი ძალიან სასიამოვნო და გონიერი ადამიანი აღმოჩნდა. იგი მუშაობაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ბაქოში დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ სამ ვახშამზე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი ყოველთვის გვერდით ეჯდა და ოთხი საათი საუბრობდნენ ხოლმე, რამაც საშუალება მისცა მათ უკეთ გაეგოთ ერთმანეთისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს გამართულმა ვახშამმა ათასგვარი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრის თანხლებით ჩაიარა. განსაკუთრებით მოიხიბლა აღმოსავლური მუსიკით, რომელიც ქამანჩაზე – პატარა ვიოლინოზე სრულდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ბაქოდან მისწერა, რომ გასულ საღამოს გამართულ ვახშამზე მისი და ინგლისის მისამართით თბილი და მადლიერებით აღსავსე სიტყვები არ დაუშურებიათ.