საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86984

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივნისში ნიკოლოზ გვარაძე, იოსებ ჟივიძე, ნიკოლოზ ჩაგუნავა ბათუმის დრამატული საზოგადოების დასში მსახიობებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლების სეზონისთვის თბილისის დრამატული საზოგადოების მსახიობი ივანე ბარველი ჭიათურის სახალხო თეატრის რეჟისორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში ბათუმის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ივანე მესხი ბათუმის დასში თამაშის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა მარო მდივანსა და გიორგი იშხნელთან.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლების სეზონისთვის შალვა ხონელი ჭიათურის სახალხო თეატრში მსახიობად მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლების სეზონისთვის ოლღა ლეჟავა და ოლიმპიადა ღოღობერიძე ჭიათურის სახალხო თეატრში მსახიობებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს შალვა დადიანი ელიობაზე ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად დაგეგმილ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

გიორგი გურული 1914-1915 წლების სეზონზე ჭიათურის სახალხო თეატრში სუფლიორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში შალვა დადიანი დასასვენებლად ბაკურციხეში გაემგზავრა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ქ. გორის მოქალაქე პეტრე პავლიაშვილი თბილისის სახაზინო პალატის კანცელარიის მოხელედ დაინიშნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ლექსების კრებული „სევდის ჰანგები“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული დასის სცენისმოყვარეებმა ილია ლობჟანიძემ, ილია გუგეშაშვილმა და ანდრია კალანდარიშვილმა მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად თითო მანეთი გაიღეს.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ალექსანდრე ბაქრაძე სახელოსნო სასწავლებლის უფროსი კლასის მოსწავლე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძის წერილი „ნასწავლი შვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „სათეატრო შენიშვნები“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სვიმონ ფაშალიშვილი ქიზიყში სალიტერატურო საღამოებს მართავდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ვოდევილის „იასონის ოინები“ მე-6 ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ფალიაშვილის ხუთმოქმედებიანი ოპერა „აბესალომ და ეთერი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ დ. არაყიშვილის თხზულებანი“.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს მოსკოვში დიმიტრი არაყიშვილმა გამოსცა დაწყებითი კლასებისთვის შედგენილი ორხმიანი სიმღერების კრებული, რომელშიც იყო 31 სიმღერა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა დიმიტრი არაყიშვილის მიერ შედგენილი ერთხმიანი სიმღერების კრებული დაწყებითი კლასებისთვის. კრებულში იყო 23 სიმღერა ჩონგურის აკომპანიმენტით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას თხზულება „რკალები. მკვდარი თუ ცოცხალი?“

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ორბელიანის ლექსი „მელიტონ გობეჩიას ხსოვნას“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის საპასუხო წერილი „სიმართლის დამსამარებელს“ გრიგოლ რობაქიძის კრიტიკაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კიტა აბაშიძის მისალოცი სიტყვა, წარმოთქმული სცენის მოღვაწეთა I ყრილობაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის ეტიუდი „პირველი ცრემლი“.