რეგისტრირებული ფაქტები85257
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ნასამართლეობა
1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 6 მარტის გაზეთ „დროების" ცნობით, ხალხი სიღნაღის ანტისანიტარული მდგომარეობის შესახებ ჩიოდა. მათი თქმით, შემოდგომაზე ხმა გავარდა კლუშინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამისთვის დაასუფთავეს მოედანი, თუმცა შემდგომ ქუჩები ისევ მიავიწყდათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი ბაქოს მატარებლით თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 აგვისტოს ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა პროექტი თბილისში სავაჭრო სკოლის დაარსების შესახებ. სკოლის დასაარსებლად ალექსანდრე მანთაშევმა 50 ათასი მანეთი გაიღო.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წელს თელავის მოქალაქემ, იოსებ ბაბუნიძემ გადაწყვიტა სააქციონერო საზოგადოება დაეარსებინა იმ ადგილებში, სადაც რკინიგზა ჯერ არ იყო – თბილის-თელავსა და სიღნაღს შორის, ხონსა და ქუთაისს შორის – და მიმოსვლა ავტომობილების მოძრაობით გაეუმჯობესებინა. საზოგადოებისათვის საჭირო იყო 150 000 მან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს როსტოველმა ვაჭარმა პასტუხოვმა მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა, რომ უფლება მიეცათ, ზანგეზურის მაზრაში (განჯის გუბ.) სპილენძის მადანის დაემუშავებინა. მადნიანი ადგილი გლეხების საკუთრება იყო, მაგრამ ისინი თანახმა იყვნენ, პასტუხოვისათვის დაეთმოთ.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ონიკაშვილი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.
1878
ტიპი: ორგანიზაცია
1878 წლის 12 მარტის „დროების“ ცნობით, ზურაბ მაკანტალაშვილი ივრის დამზოგველი ამხანაგობის წევრი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 მარტს ქალაქის სხდომაზე ივანე ალადათოვმა განაცხადა, რომ ნავთლუღში საქონლის საკლავი ადგილის გახსნის გამო მნაცაკანოვის ხიდი აღდგენას საჭიროებდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 7 აპრილის „ცნობის ფურცლის" ცნობით, კბილის ექიმი ე. ი. ბალარჯიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩა N115-ში, გერმანელთა ტაძრის გვერდით, იღებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში თბილისის სახაზინო პალატამ დაადგინა, ქალაქის თვითმმართველობის ზოგიერთი მსახურისთვის გადაეხდევინებინა კანონით დაწესებული გადასახადი თანამდებობაზე დანიშვნის დროს. გიორგი ევანგულოვს უნდა გადაეხადა 500, გამგეობის წევრად ნამყოფ ქრისტეფორე ვერმიშევს – 250 მანეთი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897-1900 წლებში ონისიმე სპირიდონის ძე ძოწენიძე ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896-97 წლებში ზოსიმე კონსტანტინეს ძე ნემსიწვერიძე ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888-93 წლებში მეთოდე გიორგის ძე უკლება ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873-88 წლებში მიხეილ პეტრეს ძე ვერულაშვილი ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-16 წლებში დავით იოვანეს ძე სალაძე ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871 წელს ლუკა პეტრეს ძე ვერულაშვილი ჩხარ-ეწრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.