რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ. 21) ყოველდღე გაიმართებოდა სადილი და დაუკრავდა ანგელესკოს რუმინული ორკესტრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს არტისტული თეატრი „ტარტოს“ დასი მსახიობ ნიროვს მოღვაწეობის 20 წლის აღსანიშნავად იუბილეს გადაუხდიდა. დაიდგმებოდა პიესა „კრეჩინსკის ქორწინება“, რომელშიც იუბილარი ითამაშებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომეხთა ეროვნულმა საბჭომ დაადგინა, გიორგი მიხეილის ძე თუმანოვის ხსოვნის აღსანიშნავად გვირგვინების ყიდვის ნაცვლად 10 000 მანეთი ღარიბ მოწაფეთა სასარგებლოდ გადაედოთ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გორის სამაზრო ერობამ შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინაშე, რათა მთავრობას ნება დაერთო მათთვის 10 მილიონიანი საობლიგაციო სესხის გამოშვებაზე. სესხი უნდა განაღდებულიყო თვით მაზრაში წვრილი ერთეულების დახმარებით. ერობას სესხი სხვადასხვა საჭიროებისთვის უნდა გამოეყენებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გზათა დეპარტამენტის (დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე) განცხადება ტყიბულის ქვანახშირის გასაღების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „აზერბაიჯანის ნოტა სომხეთისადმი“, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა დიდი ღვაწლი გასწია უმაღლესი სასწავლებლების დასაარსებლად თბილისში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი საგლეხო რეფორმების განხორციელებისთვის მუშაობდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი მეგობრობდა ნიკოლოზ ბარათაშვილთან.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მწერალი მიხეილ თუმანიშვილი გიორგი თუმანიშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორ ანასტასია თუმანიშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი კადეტების (კონსტიტუციური დემოკრატები, ლიბერალური ბურჟუაზიის პარტია რუსეთში) მთავარი კომიტეტის წევრი იყო. ის ხშირად იწვევდა პარტიის ლიდერებს ლექციების წასაკითხად.