საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა დაწერა პიესა „ზილოთი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის წერილი „გორის მაზრის სამღვდელოებაზე“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის ნოემბერში გენერალ-გუბერნატორმა დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკიმ ქუთაისი-გეგუთის სარკინიგზო ხაზის მშენებარე მონაკვეთი მოინახულა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 31 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ავალიშვილის რედაქტორობით გამომავალი ჟურნალ „მნათობის“ გამოწერა 1872 წლიდან შვიდი მანეთი ეღირებოდა.

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ექვთიმე ხელაძის წერილი „სოფლური ექიმობა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ივლისს შალვა დადიანმა კარდენახში წარმოდგენა გამართა.

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1981

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „ალაზნის ნაპირიდან“ ზაქათალაში მოგზაურობის შთაბეჭდილებების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორიდგან“ ქალაქ გორსა და მიმდებარე სოფლებში დასუფთავებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 9 ნოემბერს მედიცინის დოქტორ ივანე თარხნიშვილს იმ ორასამდე ხელმომწერის წერილი გადაეცა, რომლებიც მისგან დამატებითი ლექციების გამართვას ითხოვდნენ.

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მღვდელ ალექსი შარაბიძის კორესპონდენცია „უწერის მჟავე წყლები, რაჭაში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „რა უნდა გამოეტანა მსმენელს უფ. ი. თარხნიშვილის ლექციებიდამ?“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 28 სექტემბერს ფოთში ჩავიდნენ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე და მისი ვაჟი, დიდი თავადი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე, რომლებიც იმავე დღეს, ნასადილევს, საიმპერატორო ხომალდით საქართველოდან გაემგზავრნენ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 18 ოქტომბერს თბილისში გაიმართა მედიცინის დოქტორის, ივანე თარხნიშვილის საჯარო ლექცია „ცხოველის მოძრაობაში ნერვებს რა მნიშვნელობა აქვს?“

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს საქმეთა მმართველი ღოღობერიძე წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გლუხარიჩის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი ერისთავის ფელეტონი „პარასკევის მიმოხილვა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1981

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „კიდევ ტყიბულას თაობაზე“ ტყიბულის ქვანახშირის საბადოს შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 15 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი-ფელეტონი „ალლა-ვერდი!

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 15 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „როგორ გვესმის ჩვენ სიყვარული?“

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას წერილი „ტყიბულას თაობაზე“ ტყიბულის ქვანახშირის საბადოების გაყიდვის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ფელეტონი „შთამომავლობითი პოეტის დღიურიდამ“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „სიღნაღიდამ“ მაზრის სოფლებში საძოვრების ნაკლებობასა და საქონლის ქურდობის გახშირებულ შემთხვევებზე.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის წერილი „ზოგიერთების აზრი ქალებზე“.