საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86984

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ დაიბეჭდა და 65 კაპიკად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „საყმაწვილო წიგნი დაბალ კლასებში სახმარებელი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე სცენა ალექსანდრე გამრეკელის პიესისა „მაგდანას გათხოვება“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს 15 წლის ქეთო კალაძე ხაშურის დრამატული წრის წევრი იყო.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 14 მაისს კავკასიის მეფისნაცვალმა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი წმინდა ანნას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგი მესხის პიესა „ხუმრობა“ ლაზარე მეხისშვილის ფსევდონიმით.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსი „ზრდილობიანი ხალხი“.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 20 იანვარს კავკასიის სამხედრო მმართველობის დადგენილებით იუნკერ კონსტანტინე შარვაშიძეს პროპორშჩიკის წოდება მიენიჭა.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი თავი დავით ერისთავის მოთხრობისა „ჩვენები რუსეთში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნესტორ ახვლედიანის წერილი „ვიქტორ იუგოს სიტყვა“, რომელშიც თარგმნილი და განხილული იყო ფრანგი მწერლის უკანასკნელი გამოსვლა ნაციონალური კრების სხდომაზე.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ Z.Z.-ის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „აბას-ტუმნიდამ“ აბასთუმნის სამკურნალო წყლების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის სექტემბერში გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორის, ვლადიმერ ჟელიხოვსკისა და სემინარიის ვიცე-პრეზიდენტის, იოსებ პენჩინსკის ერთობლივი წერილი მოწაფეთა რაოდენობისა და სხვა სტატისტიკური მონაცემების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქრისტეფორე მამაცაშვილის კორესპონდენცია „გორიდგან“ სურამი-თბილისის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის შესახებ.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლის 23 დეკემბერს თბილისში გამართულ დახურულ სახელოვნებო საღამოზე მსახიობებმა წარმოადგინეს გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“, შესვენებაზე კი წაიკითხეს გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელო“ და სხვა ლექსები.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ოთარ გვერდაძის კორესპონდენცია „სიღნაღიდამ“, რომლითაც ავტორი ეხმიანებოდა დიმიტრი ჯანაშვილის მიერ ამავე გაზეთში დაბეჭდილ წერილს „ხმა სიღნაღიდამ“.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო ტიტულოვანი მრჩევლის, ნაზარბეგოვის მიერ სამიჯნაო კომისიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა XI და XII ნაწილები რაფიელ ერისთავის პიესისა „რამდენიმე სურათი ჩვენი ხახლის ცხოვრებიდგან“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 19 მარტს გაზეთ „დროებაში“ წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის უსათაურო ფელეტონი.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 ივნისს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტმა სტუდენტი ეკატერინე სარაჯიშვილი წარჩინებული სწავლისათვის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალექსი ანდრიას ძე კვალიაშვილი და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი მსურველებს სთავაზობდნენ სადავო და სამსჯავრო საქმეების წარმოებას თბილისის ოლქის ნებისმიერ სასამართლოში.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 მარტს გაზეთ „დროებაში“ მეგრელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო დადიანის ლექსი „ზაფხულს“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე ბერძენოვის წერილი „ს. ხაშმი“ სოფლის ისტორიის, ბუნებისა და წეს-ჩვეულებათა შესახებ.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსები „ეხლანდელი ჭირი“ და „დროს კაცი“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ჯაფარიძის კორესპონდენცია „ჟენევა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე წულუკიძის კორესპონდენცია „ოზურგეთიდამ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზე დადგმულ გიორგი ერისთავის „გაყრასა“ და ქალაქის სხვა კულტურულ სიახლეებზე.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 3 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის ლექსები „საკვირველი ამბავი“ და „დიდი საქმე“.