რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ევგენი კალანდაძემ საჯავახოს ბიბლიოთეკას თავისი ხარჯით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 18 თებერვალს ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორი, კოლეჟსკი ასესორი ლევ მარკოვი სტავროპოლის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორად დაინიშნა.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 18 თებერვალს თავადი ზაქარია გიორგის ძე ერისთავი გორის მაზრის IV განყოფილების მომრიგებელი შუამავლის კანდიდატის თანამდებობაზე დაინიშნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ივლისს ახალ კლუბში ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილის ხელმძღვანელობით სიმფონიური ორკესტრის კონცერტი იყო დაგეგმილი.
1967
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 11 სექტემბერს სიღნაღის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გიორგი ბიდურაშვილების მამული და ქვის სახლი თელავში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ივლისში მსახიობი ვიქტორ მატარაძე სამკურნალოდ ბორჯომში წავიდა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 10 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა ნავთლუღში დაარსებული ახალი სასწავლებლის შესახებ, რომლის გახსნასაც დაესწრო კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის თებერვალში ქუთაისის კეთილშობილთა კლუბში დაიდგა გიორგი ერისთავის პიესა „უჩინმაჩინის ქუდი“.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 3 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, თბილისში, არშაკუნის სახლში, მედიცინის დოქტორი ივანე თარხნიშვილი რამდენიმე საჯარო ლექციის წაკითხვას გეგმავდა.

