რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს, 18 საათზე, კავკასიის სააერქეოლოგიო ინსტიტუტის ბინაზე (ოლღას ქ. N40) საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრთა კრებაზე სერგი გორგაძე წაიკითხავდა მოხსენებას „იოანე დამასკელის მთავარი თხზულება „წყარო ცოდნისა“ ქართულ მწერლობაში“.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, უკვირდა კარგად რომ გადაიტანა გაუთავებელი მგზავრობები დეკემბრიდან იანვრამდე – ნოვოროსიისკი, ბაქო, ერევანი, ალექსანდროპოლი, ასევე, ბანკეტები და საზეიმო გამოსვლები. მგზავრობისას უსიამოვნო ამინდები დაემთხვა, ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო მკაცრი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ლ თებერვალს, კვირას, 9 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ვახშმის შემდეგ ალექსანდროპოლში გაემგზავრა ვახშამზე მყოფ სხვა სტუმრებთან ერთად და დილის ცხრა საათზე იქ იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობის აღწერის შემდეგ დადგინდა, რომ საწყობში 244 დასახელების წიგნი ინახებოდა, აქედან 183 საბუღალტრო დავთრების სიას ემთხვეოდა, ხოლო 35 დასახელების წიგნი საბუღალტრო სიასთან შედარებით ნაკლები იყო, 28 დასახელების წიგნი კი მეტი. ხელს აწერენ ტერენტი წერეთელი, ლავრენტი სანოძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ ედილაშვილი და ივანე ავალიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილების თანახმად კომისია ვასილ ედილაშვილის, ლავრენტი სანოძის, იოსებ გიორგობიანის, ივანე ავალიშვილისა და ტერენტი წერეთლის შემადგენლობით შეიკრიბა კანცელარიაში, სადაც იპოლიტე ვართაგავას შესთავაზეს ჩაებარებინა საზოგადოების საწყობი, რაზეც ი. ვართაგავამ დროის უქონლობისა და ყოფილი გამგისგან საწყობის არგადაბარების გამო საწყობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა. ტერენტი წერეთელმა აიღო პასუხისმგებლობა საწყობი ჩაებარებინა ხსენებული კომისიისთვის და დაიწყეს საწყობის აღწერა, რამაც 3 დღე გასტანა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „კარმენი“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლ თებერვალს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ გენერალ დავით ართმელაძეს გაგრაში, სოჭის ოლქში გლეხების აჯანყების შესახებ შეტყობინება (დეპეშა) გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში აზერბაიჯანის მთავრობამ მოახერხა ზაქათალის ოლქის შემოერთება, სადაც გენერალ-გუბერნატორად დენიკინელი ლეკი, გალაჩიხანი დაინიშნა. ამით მთავრობამ მოიგო ლეკების გული, რომელთაც აზერბაიჯანთან შეერთება არ სურდათ. ზაქათალის წარმომადგენელი მიიწვიეს მთავრობაში. აქამდე ეს ოლქი სადავო ტერიტორიად მიიჩნეოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 იანვარს დუშეთიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინეს, რომ ყაჩაღ ვიდო პაპიაშვილის მოკვლით სოფელ ჟინვალში ყაჩაღთა თარეში მოისპო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ლუკას ძე ავალიანი იყო პროფესორი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომ საბჭოთა რუსეთის მიზანს წარმოადგენდა კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება ყველა ერთან, ხოლო მის ბრძოლებს მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა. თუ საქართველოს მთავრობა იზიარებდა ამ მიზანს, მაშინ საქმით უნდა დაემტკიცებინა და შეეწყვიტა რუსეთის მტრების დახმარება, უარი ეთქვა ანტანტის ძალების მოწვევაზე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიაზე ინგლისის ჯარების გადმოსხმა და მიეღო მონაწილეობა რუსეთისა და საქართველოს საერთო მტრის წინააღმდეგ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარი ჩიჩერინი ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ ნოტაში იმედს გამოთქვამდა, რომ საქართველო როდესმე დაამყარებდა კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას საბჭოთა რესპუბლიკასთან, მაგრამ ამჟამად იქცეოდა საპირისპიროდ და მოლაპარაკებებს აწარმოებდა მათთან, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.