საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89454

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ სამტრედიის რკინიგზის მუშა-მოსამსახურეების ყრილობისგან, რომლის თავმჯდომარეც იყო ი. კაკაბაძე, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დამოუკიდებლობის წლისთავის მისალოცი დეპეშა მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 ივნისს ირაკლი წერეთელი და გრიგოლ ურატაძე ლანჩხუთში ჩავიდნენ. რაიონში გამართულ კრებაზე ირაკლი წერეთელი მოხსენებით გამოვიდა დასავლეთ ევროპის მდგომარეობის შესახებ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ხოტევის სასწავლებლის გამგე-მასწავლებელმა ათანასე გაგოშიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა სია მისდამი რწმუნებული სკოლის იმ მოსწავლეებისა, რომლებიც მომდევნო კლასში გადავიდნენ და მათი, ვინც სკოლა დაამთავრა. წლის დასაწყისში პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 43 მოსწავლე, მეორეში – 35, მესამეში – 28, მეოთხეში კი – 16. მოსწავლეებმა სკოლას თავი დაანებეს „ისპანკისა“ და ტიფით ავადმყოფობის, ასევე ცხოვრების გაძვირების გამო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს ვალერიან გამყრელიძემ სახალხო განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა წერილი, რომელშიც საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად გასაგზავნ ახალგაზრდათა ჯგუფში შეყვანას სთხოვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის „ერთობაში“ დაიბეჭდა აზიზ-ეფენდი ჯაშის (ქობულეთიდან) წერილი „26 მაისი“.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივნისის „ერთობა“ იუწყება, რომ სომხეთის კონსულს სადგურიდან ნივთების გადატანის დროს მოჰპარეს 20000 მან. ღირებულების ნივთებით სავსე ჩემოდანი. ეჭვმიტანილები, ბარგის გადამზიდავები – ი. სიხარულიძე და მეტრეველი დააკავეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი ქალაქის მილიციის უფროსის ვ. სულაქველიძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ თბილისში სისხლის სამართლის და ქალაქის მილიციის თანამშრომლები პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა დაუსწრებლად ჩხრეკდნენ სახლებს. ასეთ ქმედებას ის უკანონოდ თვლიდა და კატეგორიულად მოითხოვდა მილიციის უფროსის, მისი თანაშემწის, კომისრის ან კომისრის თანაშემწის ხელმძღვანელობის გარეშე არ ჩაეტარებინათ ჩხრეკა, სასურველი იყო დღისით. იარაღიც აღნიშნული წესით ჩამოართვან.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ მასწავლებელ გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელს სხვა ადგილის მოსაძებნად მიეცა ორი თვის თავისუფლება ანაზღაურების შენარჩუნებით. მისი თავისუფლების ვადა 20 მაისს დასრულდა. ის ამაღლობელის შესახებ სათანადო განკარგულებას ითხოვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის სიტყვა 26 მაისს ქუთაისში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელი კრების 1-ელი ივნისის საგანგებო სხდომაზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ცნობა, რომ კოტე ფოცხვერაშვილის მიერ დაწერილი ჰიმნის „დიდება“ ეროვნულ ჰიმნად გამოცხადების საკითხი უნდა გადაეცათ დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიისთვის.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებული ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების მადლობის წერილი იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ფული და სანოვაგე შესწირეს და დაეხმარნენ საქველმოქმედო საღამოს გამართვაში, განსაკუთებულ მადლობას უხდის საღამოს მომწყობთ: ალექსანდრა აბაშიძისას, ოლღა ანჯაფარიძისას და კატო მისაბიშვილისას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა ცნობა, რომ თბილისის გარნიზონის უფროსმა, გენერალმა აბელ მაყაშვილმა გამოსცა ბრძანება – თბილისში მყოფი ყველა რუსი ოფიცერი და ჩინოვნიკი უნდა გამოცხადებულიყო მის სამმართველოში რეგისტრაციისა და პიროვნების მოწმობის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ და სამხედრო დროის წესისამებრ პასუხისგებაში მისცემდნენ, როგორც საქართველოს რესპუბლიკისადმი ბოროტად განწყობილს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში რევიზიის ჩასატარებლად გაგზავნეს დამფუძნებელი კრების წევრი ლეონტი ჟღენტი და გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში რევიზიის ჩასატარებლად გაგზავნილმა ლეონტ ჟღენტმა და გენერ. სტეფანე ახმეტელაშვილმა შუამდგომლობა აღძრეს სამხედრო მინისტრის წინაშე, გაეთავისუფლებინათ ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის საოჯახო ნაწილის გამგე ანდრია ამბოკაძე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივნისის გაზეთის „ჩვენი ქვეყანა“ (N102) ცნობით, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალში 46 ყუთამდე შაქარი დაიკარგა, კომისარ წივწივაძეს შაქრის ღირებულება გადაახდევინეს, საწყობის გამგე მასლიუკოვი კი პასუხისგებაში მისცეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივნისის გაზეთში „ჩვენი ქვეყანა“ (N102) დაიბეჭდა სოხუმის ჯარების უფროსის, პოლკოვნიკ კარგარეთელის ოპერატიული ცნობა, რომ მოწინააღმდეგემ, 200-მა კაცმა, შეუტია „222“ სიმაღლეს, მაგრამ უკუაქციეს დიდი ზარალით, რომ ქართველმა მზვერავებმა აღმოაჩინეს მტრის საყარაულო პუნქტები ახალ ბასიანში, ახალდაბასა (Новый городъ) და სხვ. მოკლულია მხედარი ისაკაშვილი და დაჭრილია მხედარი ივანიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 ივნისს მილიციელი ჰუსეინ კაფარი საგუშაგოზე ჯდომის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 6 ივნისს მილიციელი სერგი ფირუზაშვილი საგუშაგო პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მე-10 კომისარიატის ყოფილი მილიციონერი სერგი ფირუზაშვილი პოსტის თვითნებურად მიტოვების გამო 2 კვირით დააპატიმრეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

მთავარგამგე ჭუმბურიძე 1919 წლის 6 ივნისს სამხედრო სამინისტროს (ლეჩხუმის სამაზრო ერობის შუამდგომლობით) სათანადო განკარგულების გაცემას სთხოვს ჯარისკაც დავით ბაბლუანის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივნისს კონსტანტინე (კოკი) ილიას ძე აბაშიძემ სახალხო განათლების მინისტრს განათლების სამმართველოში სამსახურის დაწყების თხოვნით მიმართა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 ივნისს კ. აბაშიძის სახალხო განათლების მინისტრის თხოვნაში წერია, რომ 1914 წლიდან 1915 წლამდე მსახურობდა საერობო კავშირის ბათუმის განყოფილებაში და პირველ ხანებში განაგებდა მთელი ართვინის მიმართულების დაწესებულებათა საქმეებს,შემდეგ კი მთავარი დაწესებულების საქმის გამგედ ბათუმში. ჯამაგირს იღებდა თვეში-300 მან., ჰქონდა ოთახი და სადილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გიორგი ერაძე შრომის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) იყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც კომისრებს მილიციონერებისთვის ზედმეტი უფლებების მინიჭება აეკრძალათ.