რეგისტრირებული ფაქტები85221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 11 ივლისს დუშეთის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო მართა ოზიაშვილის კუთვნილი ვენახი და წისქვილი სოფელ ახატანში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 1000 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 24 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის უფროსი პოლიცმაისტერი პავლე მელიქ-ბეგლაროვი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯოლდოვეს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის 15 იანვარს პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს ატამანის ქუჩაზე მდებარე სამიკიტნოში ჩადენილი დანაშაულისათვის ძებნილი სტეფან გეურქოვი და ვანო ჩიმახიძე.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანსკი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ სახელმწიფო მრჩეველი მიხეილ ჭილაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სამოქალქო მრჩეველი ენიკოლოფოვი წმინდა ანნას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს საბჭოს წევრ ნ. პ. მოსკალსკის სამინისტრომ დაავალა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო სასწავლებლებისა და დაწესებულებების დათვალიერება.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ვასილ ათანასეს ძე ათანასოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად აბელ ივანეს ძე ანდრონიკაშვილის მამულები მელაანში, ფხოველსა და გურჯაანში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ოსეფ სვიმონის ძე ავაკოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საქართველოს საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი წმინდა სინოდის განკარგულებით სამსახურეობრივი საქმეების გამო სპარსეთში გაგზავნეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ნატალია ანდრიას ასულ მეფისაშვილის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.