საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81285

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 თებერვალს ოლოვერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ თბილისში 140 000 ადამიანზე გათვლილი სტადიონი შენდებოდა, რომელსაც იმ დროისთვის მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვებოდა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის მეორე უბნის კომისარმა შეიპყრო ივ. გულიაევი, ვ. ზაიცევი, ვ. ლებედინსკი, ვასილ და მარიამ გულიაევები და არსენ ლებედინსკი, რომელთაც მოწყობილი ჰქონდათ ფართო ორგანიზაცია და სისტემატურ ქურდობას ეწეოდნენ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 17 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძემ N33 ბრძანების თანახმად, გორის ვაჟთა გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების შტატის მასწავლებლად დანიშნა გიორგი დავითის ძე აბულაძე 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე, დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმის მწარმოებელი ი. ეპიტაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 თებერვალს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროში უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს კლავდია კონსტანტინეს ასული ხორონენკო-ალექსეევის ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში დანიშვნის შესახებ 1920 წლის 16 იანვრის N460 მინაწერის პასუხად მისწერა, რომ კლავდია ხორონენკო-ალექსეევის დროებით მოწმობას სამინისტროში წარუდგენდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 თებერვალს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროში უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 16 იანვრის N460 მინაწერის პასუხად მისწერა, რომ კვლავ შუამდგომლობდა კლავდია კონსტანტინეს ასულ ალექსეევას (N913, 1919 წლის 4 დეკემბერი), რათა იგი გიმნაზიის პარალელური (რუსული) კლასების ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ აქციებზე ხელმოწერა და თანხების შეტანა მთელ საქართველოში იყო დანიშნული. სოხუმში რეგისტრაცია მიმდინარეობდა საურთიერთო ნდობის ბანკში, პლატონ ლევანის ძე გელოვანთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში. ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში მათე გაბრიელის ძე რუსიძესთან მიმდინარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილთან მიმდინარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, თბილისში, ინგლისის ფირმა „კოსმოს-ლიმიტედის“ კანტორაში, საორგანიზაციო კომიტეტის წევრ გრიგოლ გიორგის ძე ბერიძესთან (ბარონის ქ. N15).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, თბილისში, სამეურნეო ბანკში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე პართენ ალექსანდრეს ძე გოთუასთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, თბილისში, ცენტრობანკში (პუშკინის ქ. N3), საორგანიზაციო კომიტეტის წევრ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზთთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, ქუთაისში, საურთიერთო ნდობის ბანკში პავლე უზნაძესთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში, ქუთაისში, სასოფლო-სამეურნეო ბანკში ვარლამ ივანეს ძე ჭილაძესთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალურ სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ აქციებზე ხელმოწერა და თანხების შეტანა შესაძლებელი იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის – სოხუმში, საურთიერთო ნდობის ბანკში, ჯოტო ლევანის ძე შერვაშიძესთან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 თებერვალს სოფელ ნინოწმინდაში წმ. ნინოს ტაძარში მარიამ (მაიკო) ნიკოლოზის ასულ მათიკაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მაკრინე მიხეილის ასული წინამძღვრიშვილი გიორგი წინამძღვრიშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე წინამძღვრიშვილი ვერა გაბრიელის ასულ წინამძღვრიშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ზაალის ძე წინამძღვრიშვილი გიორგი წინამძღვრიშვილის მამა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 თებერვალს, 12 საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში ვერა გაბრიელის ასულ წინამძღვრიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა „სამნი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლევან ლავრენტის ძე მათიკაშვილი მარიამ ნიკოლოზის ასულ მათიკაშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ლავრენტის ძე მათიკაშვილი მარიამ ნიკოლოზის ასულ მათიკაშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი ლავრენტის ძე მათიკაშვილი მარიამ ნიკოლოზის ასულ მათიკაშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შალვა ლავრენტის ძე მათიკაშვილი მარიამ ნიკოლოზის ასულ მათიკაშვილის ვაჟი იყო.