საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87003

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 მარტის „დროებაში“ დაბეჭდილ განცხადებას ივრის დამზოგველი ამხანაგობის საქმიანობის შესახებ ხელს აწერენ ნიკოლოზ დავიდოვი, ზაქარია გულისაშვილი, ზურაბ მაკანტალაშვილი, ალექსი ონიკაშვილი და დიმიტრი ციციანოვი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 მარტის „დროების“ ცნობით, სამშენებლო ხის ყიდვა პოლკოვნიკ ბუჭყიევთან იყო შესაძლებელი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 მარტის „დროებაში“ ქვემო მაჩხაანის სკოლის შესახებ თეოფილე კანდელაკის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს თეოფილე კანდელაკი სოფელ ქვემო მაჩხაანის სკოლის პედაგოგი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“ ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანმა დაწერა ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო-ანუ თავდადება ქართველთ“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ილინსკის სიტყვა, რომლითაც მან სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს მიმართა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 29 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი სრულიად რუსეთის ხელთ-საქმარების გამოფენის შესახებ, სადაც ქართული ექსპონატები გენერალ-მაიორ ალექსანდრე მურავიოვს უნდა წარედგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის მარტში ქუთაისში ქართველმა სცენისმოყვარეებმა წარმოადგინეს გიორგი თუმანოვის სამმოქმედებიანი კომედია „აყალ-მაყალი ცოლსა და ქმარს შუა“.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, ბაბანოვი თბილისის საბჭოს ხმოსანი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელს მისწერა და „დროებაში“ თავისი წერილის გამოქვეყნება სთხოვა.

1880

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1880 წელს სასტუმრო „ლონდონში“ ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელი გაიცნო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, 25 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ივანე ზაალის ძე ავალიშვილის ნაცვლად ბანკის დამფასებელი საზოგადოების წევრად ახალი კანდიდატი უნდა აერჩიათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მიხეიილის ძე როსტომაშვილის ლექსი „მე არ მინდა“.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წელს ვასილ კირვალიძე სასტუმრო „ლონდონში“ მუშაობდა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ივლისში დავით სიმონის ძე მესხი ავად იყო და ჭიათურის საავადმყოფოში იწვა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს პაშკევიჩი საოლქო სკოლების მეთვალყურე იყო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს პაშკევიჩის ინიციატივით რაჟდენ ხუნდაძემ ქუთაისის ოლქის მასწავლებლებისთვის მუსიკის გამოცდა ჩაატარა. 90 მასწავლებლიდან მხოლოდ 10-მა იცოდა ნოტები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მუმლაძის თხზულება „უღირსი სამება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 20 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის მოგონება „ივანე მაჩაბელი“.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს მხატვარი მიხაი ზიჩი სასტუმრო „ლონდონში“ ცხოვრობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელს აზნაურ კონსტანტინე ჯაფარიძის სახელით „დროებაში“ დასაბეჭდად პირველი წერილი გაუგზავნა. ეს წერილი არ დაბეჭდილა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ივანე მაჩაბელი ვასილ კირვალიძეს შემთხვევით შეხვდა სასტუმრო „ლონდონში“, პირველი წერილის დაბეჭდვას შეჰპირდა და სთხოვა, შემდეგში რეალური ამბები მიეწოდებინა მოსამსახურეთა ცხოვრებიდან.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს რაჟდენ მაქსიმეს ძე ტოგონიძე ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წლის 3 მარტს ციხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი მაქსიმე იოანეს ძე ლოსაბერიძე გარდაიცვალა.