რეგისტრირებული ფაქტები81271
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნიკო ჩხეიძემ სოფელ დიდ ჯიხაიშში თავისი სახლი დათმო წიგნსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად წარმოდგენის გასამართად.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-17 წლებში კონსტანტინე ვასილის ძე ხუსკივაძე ცხენთაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სხვადასხვა მადნეული (ხელოვნური) წყლის ანალიზმა თბილისში სისტემური ხასიათი მიიღო. ფერდინანდ ოტენმა ქრისტეფორე აბგარიანცის, ვერა მამულოვისა (შემდეგ ევგენი ზემელის ფირმა) და გრიგოლ ტერტეროვის ქარხნების წყლები გამოიკვლია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისში მადნეული (ხელოვნური) წყლების ანალიზმა გამოავლინა დარღვევები, რის გამოც საგუბერნიო საექიმო სამმართველომ ადმინისტრაციას წინადადებით მიმართა ქარხნები დაუყოვნებლივ დაეხურათ. ქარხნების მუშაობის შეჩერება მინდობილი ჰქონდათ თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელს, ფერდინანდ ოტენსა და იაკუბოვიჩს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ფინანსთა მინისტრმა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი შეარჩია, ესესნი იყვნენ: საშტატო მრჩეველი პ. მ. მამატოვი, ერევნის ვიცე-გუბერნატორი მიხეილ ალექსანდრეს ძე ნაკაშიძე, ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების თავმჯდომარე პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი და თბილისის სამეურნეო ბანკის დირექტორი ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის საექიმო გამგეობამ ფარმაციის მაგისტრ ფერდინანდ ოტენს დაავალა იმ მინერალური წყლების ანალიზი, რომელთაც თბილისის ქარხნებში ამზადებდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში სიღნაღისა და თელავის მაზრებში იოსებ გრიშაშვილისა და იუზა ზარდალიშვილის თაოსნობით წარმოდგენები გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 ივლისს შაქრო გომელაურის თაოსნობით მარტყოფის ბიბლიოთეკის სასარგებლოდ ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა „და-ძმა“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 6 ივლისს შაქრო გომელაურის თაოსნობით მარტყოფის ბიბლიოთეკის დასახმარებლად ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა „ორი გმირი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ელისაბედ ჩერქეზიშვილი და ზაალ მაჩაბელი ცხინვალის დასის დამხმარე მსახიობები იყვნენ.