საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88449

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, ვარია ყიფიანმა მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე განუცხადა, რომ მრავალმხრივი იყო მისდამი დამოკიდებულება.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილზე ვარია ყიფიანმა ყველას წინაშე ისე გამოუცხადა ბავშვობის სიყვარულის ამბავი, რომ არც კი უგრძვნია უხერხულობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრნენ: ორბელიანები და მისი 20 და 18 წლის ვაჟები, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი, ქალაქის მერი, არქეოლოგი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მისი ძველი მეგობარი ექვთიმე თაყაიშვილი და პროფესორი ვარია ყიფიანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ვახტანგ ღამბაშიძე და მისი რძალი, ახალგაზრდა ამერიკელი ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), პოლკონიკი სტოქსი, უეითი და გრანდი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვირსხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, სოფელ მეჯვრისხევის მასწავლებელი იყო მთიულიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, მეჯვრისხევის ერობის თავმჯდომარე იყო ოქრუაშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის რაიონის კომენდანტმა ექვთიმე წიფურიამ შეადგინა ოქმი დაპატიმრებულ პირებზე, რომლებიც მეთაურობდნენ მეჯვირსხევში ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებს, მონაწილეობდნენ სახლების გაჩხრეკვაში, იარაღის აყრაში სხვადასხვა დაწესებულებიდან, ოჯახებიდან ნივთებისა და საქონლის მოპარვაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, მეჯვრისხევის ერობის წევრი იყო ადიბეგოვი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, მეჯვრისხევის ერობის წევრი იყო კასრაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 16 ნოემბრის სოფელ მეჯვრისხევში დაპატიმრებულ პირთა შესახებ ოქმის მიხედვით, მეჯვრისხევის პოლიციის უფროსი იყო წერეთელი.

1919

ტიპი: თანამდებობა

გიორგი გვაზავა საქართველოს დამფუძნებელი კრების და ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქალაქის ფარგლებში არსებული ბიბლიოთეკა-სამკითხველოები გადაეცათ ქალაქის თვითმმართველობისთვის, ხოლო სოფლებში ერობისთვის. ასევე, შეედგინათ გადაცემის აქტი ქონების შეფასებით და აქტის პირი გაეგზავნათ მთავარი გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს ვარლამ ბურჯანაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ლიდია ანტონის ასული პაპასკირი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით იტალიაში განათლების მისაღებად ზურაბ ნიკოლოზის ძე ელიავა გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით საფრანგეთში განათლების მისაღებად გრიგოლ იოსების ძე ედიბერიძე გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით იტალიაში განათლების მისაღებად გიორგი ნიკოლოზის ძე ბაქრაძე გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით შვეიცარიაში განათლების მისაღებად ნიკოლოზ დავითის ძე ქადაგიძე გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით ინგლისში განათლების მისაღებად შალვა თომას ძე ჭანიშვილი გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით ინგლისში განათლების მისაღებად ზაქარია ნესტორის ძე ინწკირველი გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდიით შვეიცარიაში განათლების მისაღებად გაბრიელ გრიგოლის ძე ქიქოძე გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ ბელგიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვლადიმერ კიკაბიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა არჩილ ივანეს ძე ზურაბიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ ბელგიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ვალერიან ისაკის ძე ახვლედიანი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ პავლეს ძე იმნაიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ნიკოლოზ პავლეს ძე იმნაიშვილი.