საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციამ მიიღო სომეხთა სახალხო პარტიის მიერ სომხურ ენაზე გამოცემული გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის(თუმანოვის) ბროშურა „ერობა სომხეთსა და საქართველოში“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 ოქტომბერს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ნ. ჩიმაკაძემ დასავლეთ საქართველოს მე-4 რაიონის ინსპექტორს აცნობეს, რომ სჭირდებოდათ ფედოსია ანჯაფარიძის დოკუმენტები.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 აგვისტოს მარიამ ბესარიონის ასულ კვინიხიძე-სოკოლოვას განათლების სამინისტრომ სასწავლებლის დამთავრების მოწმობის უგამოცდოდ გაცემაზე უარი უთხრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 ოქტომბერს ყარსის ქალთა სასწავლებლის ყოფილმა ზედამხედველმა ნ. გ. სერგეევამ განათლების სამინისტროს თბილისის პირველი დაწყებითი სკოლის გამგის მ. გ. კონიაშვილისთვის დახმარება სთხოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 19 ოქტომბერს ოლივერ უორდროპი ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 19 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სომხეთში სულ 22 მატარებელი იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ოქტომბრის „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოხუმის თეატრალური სეზონი უნდა გახსნილიყო პოლიო ირეთელის კომედიით „ბედნიერი დღე“. 

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 ოქტომბერს გამართული ქალაქის საბჭოს სხდომის თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნდა ვერსალის კონფერენციიდან დაბრუნებული ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიდარ ნაჟმუდტინის ძე ბამატის ინტერვიუ. მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტეფან პიშონის პარლამენტში გამოსვლა განიხილა. მინისტრი პირველად ალაპარაკდა რუსეთისგან დამოუკიდებელ კავკასიის სახელმწიფოებრივ ერთეულებზე და აღიარა საფრანგეთის ინტერესები კავკასიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში ვერსალის საზავო კონფერანციიდან დაბრუნებულმა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიდარ ნაჟმუდტინის ძე ბამატმა განაცხადა, რომ იცვლებოდა ვითარება, როცა საფრანგეთი აღმოსავლეთ ევროპაში გერმანიის საპირწონედ მხოლოდ რუსეთის ძლიერი სამხედრო სახელმწიფოს შექმნას ემხრობოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ გამოქვეყნდა ვერსალის კონფერენციიდან დაბრუნებული ჰაიდარ ბამატის ინტერვიუ, რომლის მიხედვით, საფრანგეთის პარლამენტში სტეფან პიშონის გამოსვლის პასუხად, ადგილობრივ პრესაში დიდი ყურადღება დაეთმო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ არასწორად გაშუქებულ საქართველო-აზერბაიჯან-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცში“ ისმაილ-ბეის ანალიტიკურ სტატიაში ინგლისელ კოლონიზატორებთან პარალელის გავლებით წარმოჩენილია რასპუტინის კულტზე დაფუძნებული უხამსი სახე ფსევდოევროპელი რუსი დამპყრობლებისა.

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ბუტერბროდების ჟურნალისტებად“ მოიხსენიებს ავტორებს, რომლებიც ჩრდილოკავკასიელთა გმირულ აჯანყებებს ხან ბოლშევიკთა აგიტაციასა და ფულს უკავშირებენ, ხან – მთიელთა მეჯლისის აქტიურობას, ხანაც – ბონჩ-ბრუევიჩის თბილისში ჩამოსვლას.

1919

ტიპი: ავტორობა

ევგენი ჟარკოვსკის სტატიის თანახმად, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ პოლკოვნიკ რიმარის ვოტჩინად ქცეულ მოზდოკში შეუძლებელი იქნებოდა ფუნქციონირება, საოლქო ყრილობაზე არჩეულმა სახალხო საბჭომ პიატიგორსკში გადასვლის დადგენილება მიიღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ვოლნი გორეცში“ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებზე ვრცლად ისაუბრა ვერსალის კონფერენციიდან დაბრუნებულმა მთიელთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ჰაიდარ ბამატმა: მიმოიხილა მოკავშირეთა ქვეყნებისა (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) და ამიერკავკასიის რესპუბლიკების (საქართველო, აზერბაიჯანი) დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან და ამერიკის პოზიციასა და რუსეთის თემასაც შეეხო.

1919

ტიპი: ღონისძიება

პარიზის საზავო კონფერენციაზე ყუბანსა და კავკასიელ მთიელთა რესპუბლიკას შორის ხელმოწერილ ხუთპუნქტიან სამეგობრო ხელშეკრულებაში ხელმომწერი მხარეები აღიარებენ ერთმანეთის სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტსა და სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ასევე – მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის აუცილებლობას. დედანს ხელს აწერენ: ყუბანის დელეგაციის მხრივ – ლ.ბიჩი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ვ. სავიცკი (დელეგაციის წევრი), ა. კულაბახოვი (დელეგაციის წევრი), ა. ნამიტოკოვი (დელეგაციის წევრი); კავკასიელ მთიელთა კავშირის მხრივ – ა. ჩერმოევი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ი. ჰაიდაროვი (დელეგაციის წევრი), ხ.ხაძარაგოვი (დელეგაციის წევრი), ჰ. ბამატი (საგარეო საქმეთა მინისტრი).

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 ოქტომბრიდან სიმონ გაჩეჩილაძე მსახურობდა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ვოლნი გორეცთან“ ინტერვიუში ჰაიდარ ბამატი პოლიტიკურ სიბეცეს უწოდებს იმ გულგრილობას, რასაც საქართველო და აზერბაიჯანი იჩენენ ჩრდილო კავკასიაში განვითარებული პროცესების მიმართ იჩენდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბოლშევიკებმა თბილისში წყალსადენი გადაწვეს, რის შედეგადაც ქალაქს წყალი აღარ მიეწოდებოდა. ხალხი წყაროებისა და ჭების იმედად იყო დარჩენილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ თბილისში ბევრი ბოლშევიკი არ იყო, რადგან მათ შემჩნევისთანავე იჭერდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამტრედიის განყოფილებას წერილობით აუწყა, რომ სამტრედიაში არსებულ მაღაზიასა და ბიბლიოთეკას ჩაიბარებდა ვარლამ ბურჯანაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებად ყუბანში გაეგზავნათ საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დიომიდე თოფურიძე და გენერალი ილია ოდიშელიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძე იყო ჟურნალ „ცისკრის“ დამაარსებელი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, განსვენებული საზოგადო მოღვაწის, ივანე კერესელიძის ღრმად მოხუცებულმა (85 წ.) მეუღლემ, ნინო უზნაძემ მთავრობას თავისი უმწეო მდგომარეობის შესახებ აცნობა და დახმარება სთხოვა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 21 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქუთაისში „მომავალმა“ კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკის ალგებრულ ამოცანათა კრებული გამოსცა.