რეგისტრირებული ფაქტები81245
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თ. შ. ტუსიშვილის, ვლადიმერ ბარათაშვილისა და ალექსანდრე შმოვანოვის საქმე, რომელთაც დავით გაბაშვილის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სუფსის მეეტლეთა ამხანაგობის გამგის, ბ. შ. კომახიძის განცხადება, რომ სუფსის რკინიგზის სადგურში ეტლები მატარებლების განრიგის შესაბამისად იმოძრავებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერმა სულპიცკიმ ქუთაისის გუბერნიაში ნავთის საბადოები აღმოაჩინა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ბოქაულის თანაშემწე თ. ჯავახიშვილმა ძარცვაში ბრალდებულები ნაგი-კურბან-ოღლი და აბდულ-ქაირალი-ოღლი დააკავა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 4 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასანიტარო აღმასრულებელი კომისიის მუშაობაში პოლიცმეისტერი ლ. პ. მასტიკცი და მოურავი გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი მონაწილეობდნენ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს გაზეთ „დროების“ ცნობით, მხატვარმა პრემმაციმ პეტერბურგში გამოფენა მოაწყო. დიდი ყურადღება დაიმსახურა კავკასიის თემაზე შექმნილმა ტილოებმა: „დარიალის ხევი“, „ერევნის ქურთი“, „ახალციხელი სომეხი“, „ქართველი მებატონე“ და „ქართველი თავადის ცოლი“.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გენერალი რადეცკი თავს დაესხა შიპკოში მდებარე ოსმალთა ლეგიონს და ტყვედ აიყვანა 41 ბატალიონი და 10 საარტილერიო დანაყოფი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 23 ივლისს საქართველოს ცენტრ. კოოპერატიული კავშირი მუშათა ცენტრის კლუბში (პლეხანოვის პრ. N123) გამართავდა პირველ კორპორატიულ საღამოს, რომელზეც იოსებ ირემაშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „მუშათა კორპორაციის განვითარება დასავლეთ ევროპაში“, ალექსანდრე ერქომაიშვილი კი – თბილისის კოოპერაციის შესახებ.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სტამბოლიდან მოსული ცნობა, რომ გობართ-ფაშას სამხედრო ხომალდებზე რუსების თავდასხმა წარუმატებლად დამთავრდა, რის შემდეგაც ოსმალებმა სოფელი გრიგოლეთი გადაწვეს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-51 წლებში ნიკოლოზ ჯიშკარიანი წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1846
ტიპი: გარდაცვალება
1846 წლის 16 დეკემბერს წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ფანცხავა გარდაიცვალა.
1839
ტიპი: თანამდებობა
1839-46 წლებში ნიკოლოზ სვიმონის ძე ფანცხავა წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850 წელს მარკოზ ილარიონის ძე კანდელაკი (კობახიძე) წყალტუბოს ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.