რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ უპასუხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას, რომ მთავრობის პოლიტიკა მიწის საკითხზე სწორი იყო და თუ ამას არ იზიარებდნენ მემარცხენე ოპოზიციონერები (ს.-ფ. და ს.-რ.), მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გზა იყო ბოლშევიზმისა და ანარქიისკენ, რასაც მთავრობა არ გაიზიარებდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-რევოლუციონერმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ თუ რუსეთში ბოლშევიკებმა ვერ გაატარეს სოციალისტური კანონი მიწის შესახებ, ეს არ უნდა გამხდარიყო შიშის საფუძველი ქვეყანაში ამ საკითხის სოციალისტურად გადაჭრის საქმეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს, 19 საათზე, სახაზინო რკინიგზის სამმართველოში ინჟინერ გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით საუღელტეხილო რკინიგზის გაყვანის შესახებ თათბირი გაიმართა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ, სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ აღნიშნა, რომ მას საკმარისად არ მიაჩნია სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტის უსაფუძვლო სტატისტიკური ციფრები და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას პროპაგანდისტული სოციალისტური მაგალითები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს პლეხანოვის პროსპექტზე ულუმბეკოვის ბინიდან მოიპარეს 500 000 მან. საქონელი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვის დროს აღნიშნა, რომ ამ კანონით ისარგებლებდნენ საქართველოში დამკვიდრებული უცხოელები, რომელთაც სურდათ მოქალაქეობის მიღება, ისინი ეცდებოდნენ მიწების დასაკუთრებას და დიდი ნაწილი მათ ხელში გადავიდოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის დეკრეტს, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ რევოლუციის ერთ-ერთი მიზანი იყო კერძო საკუთრების მოსპობით გლეხებისთვის ეკონომიკური უფლებების მოპოვება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ახლა ამას დაემატა მიწების თავისუფლად გაყიდვაც, რაც რევოლუციის დასამარება იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე დარბაზიდან გააპროტესტეს მენშევიკთა ორატორ ბიქტორ თევზაიას განცხადება, რომ ის არ ემხრობოდა ხალხის ქონებრივად გათანასწორებას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოც. დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ საპროპაგანდო კომისიის შესახებ შეთანხმებას მიაღწევდნენ, თუ ყველა ფრაქციის წევრი პრინციპად მიიღებდა, რომ ისინი პროვინციებში ივლიდნენ დამფუძნებელი კრების დასაცავად და არა მის წინააღმდეგ სააგიტაციოდ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსმა ინგლისში გამგზავრება გადაწყვიტა. მამამისი გარდაიცვლა, დედა – დღეებს ითვლიდა. სახლში წასასვლელად საკმარისზე მეტი მიზეზი დაუგროვდა, თუმცა ფეხს მაინც ითრევდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თუკი ერთ თვეში ან ექვს კვირაში არ გადაწყდებოდა სააღდგომოდ მისი ინგლისში გამგზავრება, მაშინ მოუწევდა ტელეგრამის გაგზავნა და თხოვნა, ის ბავშვებთან ერთად მშვიდობიანად და კომფორტულად ჩამოეყვანათ. ადმირალიტეტს ეს ნამდვილად შეეძლო.