რეგისტრირებული ფაქტები89851
სორტირება თარიღი მზარდობით
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავი და გიორგი ყაზბეგი დუშეთის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 27 დეკემბერს ონის წმ. გიორგისა და ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოსებ გრიგოლის ძე ნანუკაშვილი გარდაიცვალა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წელს გაიხსნა თამამშევის სამკითხველო, რომელმაც 1870-იანი წლების მეორე ნახევრამდე იარსება.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს პავლე მიხეილის ძე ლეონტიევი მოსკოვში უფლისწულ ნიკოლოზის სახელობის ლიცეუმის დირექტორი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი იყო.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1873 წელს ოლღა გურამიშვილის მამიდაშვილი მიხეილ კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი მეუღლესთან, ელისაბედ დიმიტრის ასულ ივანსკაიასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ივანე მაჩაბელი გაიცნო და მასთან ერთად შექსპირის „მეფე ლირის“ ქართულად თარგმნა დაიწყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს ალექსი ვასილის ძე ციმსენი მოსკოვში საკრედიტო განყოფილების საგანგებო კანცელარიის დირექტორი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს ნიკო ნიკოლაძე გაზეთ „დროშის“ რედაქტორი იყო. გაზეთი პარიზში გამოდიოდა და ყველა ნომერი იწყებოდა ილია ჭავჭავაძის სიტყვებით: „თუმცა აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია“.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წელს სლეპცოვმა შეადგიმა საქართველოს ბანკის წესდება, ამიტომ ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი თბილისის ბანკის წესდების დამტკიცებას ხელს უშლიდა.
1873
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1873 წელს პარიზში გამგზავრებამდე ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძეს მისი თხზულებების სრულად გამოცემის ნებართვა სთხოვა.
1873
ტიპი: თანამდებობა
1873 წელს სვიმონ გიორგის ძე ბარბაქაძე სოფ. ამაშუკეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

