რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვექილმა ბ. ეჯუბოვმა თბილისის სასამართლოში სოფელ ძიროვანის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკასაციო სარჩელი წარადგინა, სადაც მხარეთა უფლებებს ბ. ხაზარსკი და ბ. ოგულოვიჩი იცავდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 ნოემბერს იოკიმე ორჯონიკიძემ გორის მაზრის პოლიცმაისტერს ვაჟის, 17 წლის პავლე ორჯონიკიძის, უგზოუკვლოდ გაუჩინარების შესახებ აცნობა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ავალიშვილი ნათესავებმა ავადმყოფობის გამო სოფელში გადაიყვანეს, თუმცა შიშობდნენ, რომ იქაურ პირობებში მისი გამოჯანმრთელება გაჭირდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, ქალაქის მმართველობის კრებაზე ალექსანდრე ზუბალოვის წინადადებას „სანამუსო სახლების“ შესახებ განიხილავდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი პეტერბურგში გაემგზავრა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ნაწარმოები „ბატონისშვილი“ 6 შაურად იყიდებოდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, კომაროვი 39-ე დივიზიის უფროსად დანიშნეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 20 მარტის "ცნობის ფურცლის" მიხედვით, ბაქოში მოკლულ მიქელაძეს სიკვდილამდე რამდენიმე წერილი მიუღია, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ალიხანოვი თბილისის ხორცის დუქნების გამგე იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ციხისძირიდან და ბათუმიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსალაპარაკებლად ოზურგეთიდან გენერალი აკლობჟიო ბათუმში დერვიშ-ფაშასთან ჩავიდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 9 აგვისტოს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი დუშეთიდან თბილისში დაბრუნდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 აგვისტოს დუშეთის საკრებულო დარბაზში გამართულ საღამოზე ქალთა გუნდმა ქართული სიმღერები შეასრულა. ლოტბარი – გ. გელაშვილი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს საგუბერნიო ადმინისტრაციის განკარგულებით შეიქმნა განსაკუთრებული კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851-69 წლებში ანტონ გიორგის ძე ნადირაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811-40 წლებში გიორგი ნადირაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868-80 წლებში სვიმონ ალექსის ძე აბრამიშვილი ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1842
ტიპი: თანამდებობა
1842 წელს გრიგოლ ტყემალაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.