რეგისტრირებული ფაქტები88432
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს უმაღლესი განათლების მქონე აგრაფინა ალექსის ასული ჭავჭანიძე ხონის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს პროფესიით ექიმი სტეფანე მიხეილის ძე გალდავაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას ასწავლიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს უმაღლესი განათლების მქონე იასონ ივანეს ძე ჩხენკელი ხონის საოსტატო სემინარიაში ფიზიკის, ალგებრისა და გეომეტრიის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს დაწყებითი განათლების მქონე ანტონ ვიაჩესლავის ძე ჰაუდკაცი ხონის საოსტატო სემინარიაში მუსიკასა და გიმნასტიკას ასწავლიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს საშუალო განათლების მქონე მელიტონ სოფრომის ძე კუხიანიძე ხონის საოსტატო სემინარიაში გალობას ასწავლიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
მთავარგამგე ჭუმბურიძემ 1920 წლის 17 იანვარს ცაგერში ერობის თავმჯდომარეს სთხოვა, დეპეშით ეცნობებინა, რა პირობებით იყო განთავისუფლებული ლაილაშის ინსპექტორი ინჯია.
1920
ტიპი: თანამდებობა
ხაშურის ქალთა გიმნაზიის დირექტორს აუწყეს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის შტატის მასწავლებლად 1920 წლის 1-ლი იანვრიდან ლუბა აბრამიშვილს დაამტკიცებდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს გიორგი ზდანოვიჩის სახელობის სახალხო სახლის საესკიზო პროექტის კონკურსის გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო პრემიები: პირველი ადგილისთვის 125 000 მანი, მეორესთვის – 100 000, მესამისთვის – 75 000.

