საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 თებერვალს ეფრო კოსტას ასულ ქირია-ჯუჯიაშვილისას დიდუბის საყდრის გალავანში დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 თებერვალს დაბა ფასანაურში მაგდალინა იოსების ასულ ოსიტაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს სომეხ მსახიობსა და მწერალს ჰოვანეს ტერ-გრიგორიანცს თბილისის სომხური დრამატული საზოგადოება არტისტულ თეატრში 50 წლის იუბილეს უმართავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი იმყოფებოდა და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძე ფლობდა სახლს ვერის დაღმართზე N21.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ზაალის ასული ჩიკოიძე ექიმ კირილე (კიაზო) ბარნაბიშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი კირილე (კიაზო) ივანეს ძე ბარნაბიშვილი ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დის ქმარი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ზაალის ასული ონიკაშვილი იყო გრიგოლ ევგენის ძე ონიკაშვილის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ ევგენის ძე ონიკაშვილი ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დისშვილის ქმარი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა ზაალის ასული ჩიკოიძე-ბარნაბიშვილისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ბეჟანის ასული ჩიკოიძისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის რძალი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 9 თებერვალს დეკანოზ ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძეს სიონის ტაძრიდან სოფელ მელაანში გადაასვენებდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბარბარე ზაალის ასული ონიკაშვილისა ნინო ზაალის ასულ ჩიკოიძის დისშვილი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნებული მ. იშხნელის სტატიის მიხედვით, საბჭოთა რუსეთმა მოსკოვში საქართველოს მუშათა დელეგაცია არ მიიღო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა არჩილ მაჭავარიანის „ბალკანეთის მდგომარეობა“, ნაწილი I.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ ნაფიცი ვექილის, იასე ბარათაშვილის მეუღლის, ელენე ბარათაშვილისას პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე, 18 საათზე, გამოასვენებდნენ 10 თებერვალს, 10 საათზე, საკუთარი სახლიდან, ოლღას ქ. N20 ქაშვეთის ტაძარში, დაკრძალვდნენ ვერის წმ. ნიკოლოზის სასაფლაოზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში საქართველოს სამხედრო ატაშე უკრაინაში კაპიტანი სვანაძე ჩამოვიდა. ის პოლონეთში და უცხოეთის სხვა სახელმწიფოებში იმყოფებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა ბერიძის „ნაციონალური ჰიმნი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია თბილისში ჩამოვიდა. ის მთავრობას აზერბაიჯანთან ახალი სატრანზიტო ხელშეკრულების შესახებ მოხსენებას წარუდგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის ერობა ლოტბარ ძუკუ ლოლუას მაზრის სახალხო სიმღერების ინსტრუქტორად დანიშვნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვალს სახელმწიფო თეატრი სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით გამართავდა მ. დავიდოვას გასტროლს, წარმოადგენდნენ „ვერტერს“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერმილე სვიმონის ძე ხავთასის აკაკი ხავთასის მამა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 თებერვალს წმ. ნინოს ეკლესიაში აკაკი ერმილეს ძე ხავთასის ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 თებერვალს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრ ნიკიფორე გურგენის ძე ჭყონიას სოფელ ჩიბათში ეკლესიის ეზოში დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სოფელ ჩიბათის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტი იუწყება წევრ ნიკიფორე გურგენის ძე ჭყონიას გარდაცვალებას.