საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას უშინსკის „Родное Слово“ შეასწავლეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს თედოს სახოკიასთვის ქართული ენის სწავლება მამამისმა ტიმოთემ თავის დიაკვანს, დიმიტრი ჭალაგანიძეს მიანდო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873-1876 წლებში, სოხუმის მთიელთა სკოლაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია გაკვეთილების შემდეგ თანატოლ რუს ბავშვებს სამხედრო ვარჯიშებს უტარებდა.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში თედო სახოკიას თანატოლი ბავშვებიდან ყველა რუსი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში, სადაც თედო სახოკია იყო მიბარებული, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის საზაფხულო არდადეგების დროს ფესვის ამოღება შეასწავლა უფროსმა ძმა რომანოზმა იაკობ ფანცხავას.

1873

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1873-1876 წლებში მიხეილ ესაკია თედო სახოკიას სკოლის მეგობარი იყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს შიო არაგვისპირელი და მისი ძმა მამამ დუშეთის სასწავლებელში მიაბარა.

1873

ტიპი: განათლება

1873-1877 წლებში შიო არაგვისპირელმა დუშეთის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ვერაფერი გაუგო რუსულ ანბანს და მისი ათვისება გაუჭირდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს შიო არაგვისპირელს დუშეთში რუსული ანბანით დააწყებინეს სწავლა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს იაკობ გოგებაშვილი სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ლაზარე ალექსის ძე ტურიევი თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი სემინარიის მოსწავლეები იყვნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გიორგი წერეთლის წერილი „ლიტერატურული გამოლაპარაკება“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დ. კულაშელის ფსევდონიმით დავით მიქელაძის კორესპონდენცია „საფრანგეთი, პარიჟიდამ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ მეგრი-კორრესპონდენტის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ნიკოლოზ დადიანის კორესპონდენციისა „სამეგრელო, ნოემბრის დამლევს“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის ახალი წესდების პროექტის შესახებ სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და გიორგი წერეთელი ჟურნალ „კრებულის“ რედაქციის თანამშრომლები გახდნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, სერგეი მესხი, რაფიელ ერისთავი, მამია გურიელი, პეტრე უმიკაშვილი, ბესარიონ ჯაფარიძე, გიორგი ჭალადიდელი, დავით ერისთავი, დიმიტრი ყაზბეგი და ნიკო ცხვედაძე ჟურნალ „კრებულს“ სტატიების გაგზავნას შეჰპირდნენ გამოსაქვეყნებლად.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 9 იანვრის „დროების“ ცნობით, კირილე ლორთქიფანიძე ჟურნალ „კრებულის“ სარედაქციო საქმიანობაში მიიღებდა მონაწილეობას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ კონსტანტინე გეგიძის კორესპონდენცია „ოზურგეთი, 29 დეკემბერი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ მეგრი-კორრესპონდენტის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ნიკოლოზ დადიანის კორესპონდენციისა „სამეგრელო, ნოემბრის დამლევს“.