რეგისტრირებული ფაქტები81218
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივნისს ხონში სამუსიკო საზოგადოების ადგილობრივმა ფილიალმა გამართა ვოკალურ-ინსტრუმენტული საღამო, რომელსაც ხელმძღვანელობდა მელიტონ კუხიანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ საქართველოს ეროვნული გალერეის დირექტორი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე ეროვნული გალერეისთვის სურათების შესაძენად ათვალიერებდა უცხოელ და ადგილობრივ ხელოვანთა კერძო სამხატვრო გალერეებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ საღამოს, სახალხო კინო-თეატრში (მადათოვის ქ., ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ) გაიმართება მეორე საბავშვო საღამო ი. მ. სუნდუკიანცის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ გორის მაზრაში მიწისძვრისგან დაზარალებულთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაკო ხოფერიამ მთავრობის საგანგებო კომიტეტს გადასცა სოჭსა და სოფ. ლაზარევკაში შეგროვებული 136. 822 მან.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ ცხინვალში ოსების შემოსევის დროს დაიკარგა 14 წლის ნიკა ილიას ძე მაისურაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები: ვოლდემარ ტატიშვილის, ალექსანდრე მასხარაშვილის, ისააკ მურუსიძის, ნინა ბერეჟიანის, მიხაკო წერეთელისა და ალექსანდრა გიორგობიანის სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებული იყო წერილები თბილისელების – ექიმ მორის გოლდშტეინის, გიორგი გველესიანის, გიორგი შაიშმელაშვილის, ბიქტორ თევზაიას, სოლომონ ვადაჭკორიას, გრიგოლ ვებაცელიასა და მარიამ წერეთლის – სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გერმანიიდან მიღებულია წერილები შემდეგ ქუთაისელთა სახელზე: სოლომონ ხუნდაძის, ნესტორ კაკაბაძის, ზაქარია მოროზოვისა და ბათუმში – ერნისა და ნინა ვარძელოვას სახელზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისს სასამართლოს პროკურორმა შინაგან საქმეთა მინისტრს აცნობა, რომ განკარგულება გასცა „საქართველოს კომუნისტისა“ და „კომუნისტის“ გამოცემის შეჩერების შესახებ, მათი რედაქტორების -- ორახელაშვილისა და თუმანოვის დაპატიმრების შესახებ. გამოძიებას აწარმოებს გამომძიებელი დილევსკი. ორახელაშვილი მიიმალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ნასირის სასწავლებლის გამგე ავქსენტი ანტონის ძე გულავა ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სოფელ ჭალადიდში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 ივლისს სოფელ ახალქალაქში მოკლეს ყოფილი მემამულე ალექსანდრა გიორგის ასული თარხნიშვილისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 ივლისს ჭიათურაში აკაკი ჩხენკელმა წაიკითხა მოხსენება რუსეთის, ამიერკავკასიის, კერძოდ, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 ივლისს ახალშენ ეკატერინფელდში მოვალეობის აღსრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა ბორჩალოს მაზრის რეზერვის უფროსი მილიციონერი მიხეილ (მიშა) ჯანიაშვილი. იგი გორის მაზრის სოფელ სასირეთიდან იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისს ბორჯომში ჩასულ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდნენ: ქალაქისთავი ვ. ღლონტი, ახალციხის სამაზრო ერობის თავმჯდომარე ნიკოლაიშვილი და დიდძალი საზოგადოება. იგი ბორჯომიდან აბასთუმანში გამგზავრა, სადაც ადგილობრივ მუსულმანთა დელეგაციას ესაუბრა. მათ მადლობა გადაუხადეს ადგილობრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების მოთხოვნებზე ყურადღებისთვის.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 23 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 18 ივლისს ტრაგიკულად მოკლეს რაჟდენ ყიფიანი, დაკრძალვა გაიმართება კუკიის სასაფლაოზე,
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 18 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პრ. N129) გაიმართება საოჯახო საღამო-კონცერტი პარიზის დიდი ოპერის არტისტის მიშელ დარიალ ნანობაშვილის, საბინინის და გაბაშიძის ქალის მონაწილეობით. დადგმული იქნება მოქმედება „ებრაელი ქალიდან“, როიალთან გოლდმანი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია სია იმ ახალი წიგნებისა, რომლებიც ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარის საქართველოსთან შეერთების სამახსოვროდ დაბეჭდა და ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრებას ეხებოდა: „რა ენით უნდა განათლდნენ ქართველ მაჰმადიანთა ძენი“, „ქართველი მაჰმადიანი ქალი და მრავალი ცოლიანობა მათში“, „ცრუ მორწმუნება ქართველ მაჰმადიანისა და მათი ცხოვრების თარეში“ და სხვ. სულ გამოიცა 10 წიგნი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გზათა დეპარტამენტის ინსპექტორმა, ინჟინერმა გვარამაძემ და რესპუბლიკის ნავსადგურ-სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა მამაცაშვილმა ჩაიბარეს ბათუმის ნავსადგური, რომელსაც სანიტარული, ტექნიკური და კომერციული მხრივ გაუმჯობესება ეტყობოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გვარდიელ ე. ბროკიშვილის განცხადება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას „წითელი აზერბაიჯანის“ ლაშქართან ბრძოლისას არაერთი გვარდიელი შეეწირა. მათ შინაშე მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად გვარდიის საგანგებო ბატალიონის და საინჟინრო გუნდის კულტურულ-საგანმანათლებლო სექცია წითელ ხიდთან დახოცილთა ოჯახების დასახმარებლად საღამოს მართავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივლისს დეპ. აკაკი ჩხენკელი ჩავიდა ქუთაისში, სადაც კლუბ „ინტერნაციონალში“ მოხსენებით გამოვიდა, იქიდან გაემგზავრება ტყიბულში, ხონსა და სამტრედიაში, სადაც გააკეთებს მოხსენებებს.