რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 სექტემბერს ნაძალადევში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას პიესა „ორი გმირი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 სექტემბერს ნოქართა კლუბში ვალერიან გუნიას პიესა „სიძე-სიმამრი“ წარმოადგინეს.
1845
ტიპი: გარდაცვალება
1845 წლის 22 აპრილს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ანდრონიკე თომას ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ყაზანში მიწვეულ ივანე სარაჯიშვილსა და ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილს ომიანობის გამო შეთავაზებული ანაზღაურება გაუნახევრეს, ამიტომ მათ წასვლაზე უარი თქვეს.
1835
ტიპი: თანამდებობა
1835-45 წლებში ანდრონიკე თომას ძე ქუთათელაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.
1833
ტიპი: გარდაცვალება
1833 წლის 10 აპრილს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი ნიკოლოზ ქუთათელაძე გარდაიცვალა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ავლაბარში გიორგი ელისოვის, გიორგი მურმანიშვილის და დათიკო ხოსროევის მეთაურობით ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა ამხანაგობა, რომელიც მალე დაიშალა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ავლაბრის სცენისმოყვარეთა ამხანაგობა წარმოდგენებს მართავდა ბესო მაისურაძის, დარო ვართანოვისა და გიორგი ჩიქოვანის სახლებში, ასევე ხანდახან ავლაბრის ქალთა სკოლის დარბაზსა და თბილისის პოლკის ყაზარმაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ხორველის გავრცელების გამო წარმოდგენების მართვა შეწყვიტა ხელოსანთა ამხანაგობამ, რომლის წევრებიც იყვნენ: ისაკ ძნელაშვილი, ვასო თევდორაშვილი, ამირან ნიკოღოსოვი, შაქრო მჭედლიშვილი, ვანო სუხიშვილი და გიორგი ჯაბაური,.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 29 ივლისს გაიმართა დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ნ. ელიავა.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-1905 წლებში ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.
1841
ტიპი: გარდაცვალება
1841 წლის 9 დეკემბერს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელ-მონაზონი იესე ფარცხალაძე გარდაიცვალა.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856-90 წლებში ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.