საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85422

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-90 წლებში ერასტი თომას ძე მაჭარაძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1839

ტიპი: თანამდებობა

1839 წელს ბესარიონ გოგოლაშვილი ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1810

ტიპი: თანამდებობა

1810-59 წლებში მათე გაბრიელის ძე ბახტაძე ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი იყო.

1839

ტიპი: თანამდებობა

1839-43 წლებში ანტონ ნიკოლოზის ძე წივწივაძე ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1843

ტიპი: გარდაცვალება

1843 წელს ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი ანტონ ნიკოლოზის ძე წივწივაძე გარდაიცვალა.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის 4 თებერვალს ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელი მათე გაბრიელის ძე ბახტაძე გარდაიცვალა.

1841

ტიპი: თანამდებობა

1841 წელს იესე (ფარცხალაძე) ხონის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელ-მონაზონი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კოლონისკის ქუჩაზე ცეცხლი გაუჩნდა ნიკოლოზ იოსების ძე ანასოვის სახერხ ქარხანას.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრებაზე აირჩიეს ახალი წევრები: გ. თურმანიძე, ნ. ჩუთლაშვილი, ივანე ტენისოვი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" კრებაზე მოხსენებით გამოვიდა დამფასებელი კომისიის წევრი მიხეილ ჩოდრიშვილი. მისი აზრით, დამფასებელ კომისიას ამხანაგობის ნივთები ბაზარზე არსებული ფასის მიხედვით უნდა შეეფასებინა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 21 სექტემბერს ბაქოს დასმა შალვა დადიანის რეჟისორობით წარმოადგინა პიესა „სამშობლო“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 აგვისტოს თბილისის გუბერნატორმა ივანე სვეჩინმა თბილისის პოლიცმეისტერს აცნობა, რომ თბილისში 4 სექტემბრიდან ერთი წლით ამოქმედდებოდა წესიერების გაძლიერებული დაცვის კანონი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ თხოვნით მიმართა საბჭოს პრეზიდენტს, კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს, შუამდგომლობა გაეწია საზოგადოებისთვის, რომ მიწათმოქმედებისა და ფინანსთა მინისტრებისთვის, ა. ს. ერმოლოვისა და ს. ი. ვიტტესთვის, ეთხოვა თბილისში ჩამოსვლა კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო საიუბილეო გამოფენაზე დასასწრებად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 2 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლის განკარგულებით განსაკუთრებულმა კომისიამ გუბერნიის ინჟინერის ბუტკევიჩის, თბილისის პოლიცმაისტერის, ქალაქის ინჟინერისა და კავკასიის გამოფენის კომისარ ი. ზ. ანდრონიკაშვილის შემადგენლობით დაათვალიერა კავკასიის გამოფენის მთავარი პავილიონი იმის შესამოწმებლად, შენობა რამდენად მკვიდრად იყო ნაგები.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 29 ივლისს გამართულ დურგალთა ამხანაგობა „შრომის" წევრთა კრებაზე აირჩიეს ახალი წევრები: ზაქარია ნაბიჭვრიშვილი, ივანე კუჭაიძე და ბ. ბესოშვილი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ყუბანის პლასტუნის I ბატალიონის ასისთავ პეტრე გრუზინსკის პორუჩიკის წოდება მიანიჭეს და ზაქათლის 164-ე ქვეით პოლკში გადაიყვანეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 1-ელ დეკემბერს ანთიმოზ მაღრაძემ დაბა ყვირილაში აფთიაქი გახსნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, პატარა ცემში მდებარე ვახტანგ ღამბაშიძის სანატორიუმი იღებდა პაციენტებს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ტატო წულუკიძის დაჭერის ამბავი სიცრუე აღმოჩნდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 მაისს ავლაბარში ოქოევის ოჯახის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსი ჭიჭინაძის სტატია „პასუხი უ. პ. თუმანიშვილს“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 მაისის „დროების“ ცნობით, ხმოსანთა სხდომაზე განიხილავდნენ სურგუნოვის წინადადებას ქალაქის განათების შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ მირზოევმა მოსკოვიდან ჩამოყვანილი ქალი მუშები სამსახურიდან დაითხოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ მირზოევის ქარხანის მუშებს ანაზღაურება არ მიუღიათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილს ახალციხეში შარიფ-ბეგ ხიმშიაშვილი მიიყვანეს.