საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91870

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 15 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვრივს, ოლღა გურამიშვილს შეუარა. ქვრივმა იცნო, მაგრამ მასთან საუბარზე უარი განაცხადა.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 15 სექტემბრის შემდეგ ტუაფსეში გამგზავრებული კარპე ფირანის ძე შენგელია დაიკარგა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ნინო ჩხეიძემ და მიხეილ ქორელმა ჯვარი დაიწერეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

ღამით ბოროტმოქმედებმა, როცა სასწრაფო მატარებელს უნდა გამოევლო, ლიანდაგი აყარეს სადგურ ქსნიდან 2 ვერსის მანძილზე. ვაგონი ხევში გადაეშვა, ოცმა ბოროტმოქმედმა დაიწყო მგზავრების ძარცვა. ავარიის შედეგად დაიღუპა მემანქანე, მისი თანაშემწე და კორესპონდენციის კონდუქტორი. მალე მცხეთიდან მოვიდა ჯავშნიანი მატარებელი და დაიწყეს სროლა. აქვე მოვიდნენ გზის მინისტრი და სხვა გვარდიელები. დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილ N20-ზე თავდასხმისას დაიღუპა სელიმ გიორგის ძე ალხავი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე და მძღოლი ვასილ ჟუჟიაშვილი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილ №20-ზე თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა და მალევე გარდაიცვალა.ის აღმოჩნდა რაჭის მაზრის სოფელ წესის მცხოვრები არკადი ელბაქიძე, ცნობილი ბოლშევიკი.

1919

ტიპი: თანამდებობა

გვარდიელების წარმომადგენელთა ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდიუმი გრიგოლ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით. მოადგილეებად კი − ნიკოლოზ ჭუმბურიძე და ძამაშვილი.