რეგისტრირებული ფაქტები81201
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლად რუსეთში ინიშნება დამფუძნებელი კრების წევრი გერასიმე მახარაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოში მყოფმა გერმანიის წარმომადგენელმა, გრაფმა ფონ დრიუფელმა სავაჭრო-სამრეწველო პალატას სთხოვა, ხელი შეეწყოთ საქართველო-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებისთვის.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ პროხოროვის (დონის ოლქი) ქვანახშირის მაღაროს მუშები გიორგი ჭილაშვილი და იონა მშვიდობაძე, რომლებიც ვლადიკავკაზის ჩეკაში იყვნენ დატუსაღებულები, მადლობას უხდიან საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს კონსულს ვლადიკავკაზში, რომლებმაც ისინი ტყვეობიდან დაიხსნეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტროს რწმუნებული მიხეილ ჯაჯანიძე წავიდა საჩხერესთან მდებარე ტყეში იმ 400 მუშის შრომის პირობების გამოსაკვლევად, რომლებიც რკინიგზის ლიანდაგისა და შეშის დამზადებაზე მუშაობდნენ. მან მაშინვე მიიღო ზომები და მუშებმა ისეთივე პირობებში დაიწყეს მუშაობა, როგორშიც სხვა მუშა-მოსამსახურეები მუშაობდნენ. იქ მან შექმნა „საჩხერის რკინიგზის ხე-ტყის საექსპლუატაციო მუშათა კავშირი“. ექსპლუატატორები კი გააფრთხილეს, მკაცრად დაეცვათ შრომის კანონები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 აგვისტოს განათლების სამინისტროს მთავარგამგემ ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორ კირილოვსა და მაზრის კომისარს, დეკანოზ გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძეს მისწერა, რომ სასწავლებელი ფული, ქონება და საქმეები მაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით გადაეცათ დეკანოზ აბესაძისთვის. აქტი კი სამინისტროში გაეგზავნათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 აგვისტოს ქუთაისში, მუშათა კლუბ ინტერნაციონალში, საქართველოს ცენტრ. კოოპ. კავშირის ინსტრუქტორმა, ი. ირემაშვილმა წაიკითხა ლექცია კოოპერაციაზე. ლექციის წინ ქუთაისის კოოპერ. კავშირის თავმჯდომარემ, პ. თალაკვაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა კოოპერაციის უდიდესი როლზე ეკონომიკის განვითარებაში.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ერთობაში“ ზემო ნიჩბისელი გლეხი აფრია პავლეს ძე ხუტაშვილი აცხადებდა, რომ 1920 წლის 26 აგვისტოს ის დაიბარა კავთისხევის კომისარმა ერეკლე გედევანიშვილმა და შვილის მიყვანა სთხოვა. მის შვილს რა დანაშაული მიუძღოდა, არ უთხრა, მათრახი ურტყა და ჩექმით ფერდები ჩაუმტვრია. ამ ფაქტის გაზეთში დაბეჭდვას ითხოვდა სიმართლის დასადგენად, რომ მთავრობას ყურადღება მიექცია. თუ შვილი იყო დამნაშავე, მას რატომ კლავდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 26 აგვისტოს განათლების სამინისტროს მთავარგამგემ ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორ კირილოვს მისწერა, რომ პირველი სექტემბრიდან განთავისუფლებული იყო ინსპექტორის მოვალეობისაგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 აგვისტოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე ინახულა გერმანიის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ფონ დრიუფელმა, რომელმაც იმ დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს თავისი რწმუნებულების ქაღალდი გადასცა.
1920
ტიპი: თანამდებობა
„ერთობაში“ დუშეთის სამაზრო ერობის გამგეობა ერობათა საყურადღებოდ აცხადებს, რომ ცენტრალური სტატისტიკური კომიტეტის სტატისტიკოსის, მიხეილ კეზელის სამსახურში მიღება სასურველი არ იყო, რადგან ის 1920 წლის 28 აგვისტოს უმოქმედობისა და უუნარობისთვის დაითხოვეს სამსახურიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ ბეჭდავს წინანდლის სახ. მამულის მმართველობის (მოურავი ე. რამიშვილი) განცხადებას, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს მამულში დანიშნულია საჯარო ვაჭრობა მამულში ელექტრონის სადგურის, შეშის სახერხისა და წისქვილის მოსაწყობად.
1920
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „ერთობაში“ თბილისის მეორე რაიონის (ერთობის უბნის) სახალხო გვარდიის შტაბი იუწყება, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს აბასთუმანში გარდაიცვალა შტაბის ყოფილი წევრი და მდივანი, გვარდიელი გიორგი გუგუშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 აგვისტოს, დილის 6 სთ-ზე სასწავლო ფრენის დროს, სამხედრო მფრინავი, ლეიტენანტი კილტავა გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საღამოს პროფესორმა ტიხონოვიჩმა მას ფეხი მოაჭრა. იგი საერთო სისუსტის გამო გარდაიცვალა.