რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვერა გიორგის ასული ნიშნიანიძისა გოგი ნიშნიანიძის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქეთო აკაკის ასული ნიშნიანიძე გოგი ნიშნიანიძის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა აკაკის ასული ნიშნიანიძე გოგი ნიშნიანიძის და იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 მარტს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ ინსპექტორმა ივ. სანაყოევმა თავისი სურვილით გორის სასწავლებელში მასწავლებლებად დანიშნა გიკაევი და მ. სანაყოევი. ერობამ ინსპექტორ ივ. სანაყოევს აცნობა, რომ გიკაევი არასაიმედო პირი იყო, გარდა ამისა, იგი მთავარგამგის მიერ არ იყო დანიშნული თანამდებობაზე და მიუხედავად ამისა, გიკაევი კვლავ რჩებოდა სასწავლებელში. გორის ერობას ინსპექტორ ივ. სანაყოევის თვითნებური ქმედებები უკანონოდ მიაჩნდა და დაბალი სკოლების მთავარგამგეს სთხოვდა მისი გორის მაზრიდან გადაყვანას. ხელს აწერდნენ მთავარგამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე, საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 მარტს სოფელ მელექედურში (გურია) გრიგოლ სპირიდონის ძე ღლონტს დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 მარტს ვაჟთა 1-ელი გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლე კონსტანტინე (კოლია) ნესტორის ძე მერკვილაძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა ერთ-ერთი გაუქმებული ბიბლიოთეკის წიგნების გადაცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის ნავთლუღის ბიბლიოთეკის წიგნების გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს თევდორე კიკვაძე, კირილე ნინიძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი, მეთოდე კაკაბაძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასული ქართველი კათოლიკე მოსწავლეებისა და სტუდენტების თხოვნა 1 900 მანეთით დახმარების შესახებ. თხოვნას ხელი მოაწერა სიმონ აფრიამაშვილმა. გამგეობამ მათთვის 2 000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს სახელოვნო ცენტრის ინიციატივით 14 მარტს ქალაქის საბჭოს დარბაზში გაიმართებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა კრება. სხდომაზე კავკასიის მუზეუმის ფასადის შეცვლის საკითხი უნდა განეხილათ. გამგეობამ კრებაზე დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 მარტს პოლკოვნიკ ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე ვაჩნაძეს ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელისაბედ სვიმონის ასული ვაჩნაძისა როტმისტრ გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის ბებია იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ილარიონის ძე ფორაქაშვილი როტმისტრ გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინათინ გიორგის ასული ვაჩნაძე-ფორაქაშვილისა როტმისტრ გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის დედა იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 მარტს ავლაბრის წმ. მარინეს ეკლესიაში გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ქართველ მსახიობთა პროფესიული კავშირის საბჭო თავის წევრებს და საზოგადოებას აცნობებდა, რომ იმავე დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გიორგი არადელი-იშხნელის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის თავზე წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ნესტორის ასული მერკვილაძე კონსტანტინე ნესტორის ძე მერკვილაძის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ნესტორის ძე მერკვილაძე კონსტანტინე ნესტორის ძე მერკვილაძის ძმა იყო.