საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85404

1804

ტიპი: თანამდებობა

1804-47 წლებში ნიკოლოზ სეხნიას (სიმონის) ძე ბუხაიძე ჯონიის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800-42 წლებში დავით კალაძე ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი მელაშვილის წერილი კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტის შესახებ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-60 წლებში თომა იოვანეს ძე კოპალეიშვილი ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1860

ტიპი: გარდაცვალება

1860 წლის 10 იანვარს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი თომა იოვანეს ძე კოპალეიშვილი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ექიმმა გიორგი ნათიშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირა.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842-46 წლებში თეოდოს (თედორე) ნიკოლოზის ძე ბუხაიძე ჯონიის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1905 წლებში სერგო ათანასეს ძე კალაძე ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1844

ტიპი: თანამდებობა

1844-79 წლებში ნიკოლოზ ზაქარიას ძე კახიანი ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის სექტემბრამდე თბილისის სამოსამართლო პალატის უფროსი ვრასკი თბილისში არ დაბრუნებულა.

1842

ტიპი: გარდაცვალება

1842 წლის 24 მარტს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი დავით კალაძე გარდაიცვალა.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს მათე მარკოზის ძე კალაძე ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მარიამ ივანეს ასულმა დემურიამ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ეგნატე იოსელიანს მადლობა გადაუხადა ნაძალადევის სამკითხველოსთვის წიგნების შეწირვის გამო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 20 დეკემბერს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი სერგო ათანასეს ძე კალაძე გარდაიცვალა.

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის 16 დეკემბერს ჯიქთუბნის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ზაქარიას ძე კახიანი გარდაიცვალა.

1944

ტიპი: გარდაცვალება

1944 წელს ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 14 ივლისს ხონში, წმ. გიორგის ეკლესიაში, ადგილობრივმა სამღვდელოებამ ილია ხონელის (ბახტაძის) სულის მოსახსენებელი წლის წირვა გადაიხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ ოქტომბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „ცხოვრების გარეშე“. რეჟისორი იყო კოსტანტინე შათირიშვილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს საჩხერის სამკითხველოს გამგე ნინო წერეთელმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა თალიკო სიმონის ასულ ფალავანდიშვილ-მაჭავარიანისას, რომელმაც მის მიერ გამართულ საღამოზე შეგროვებული 42 მანეთი და ექვსი შაური საჩხერის სამკითხველოს გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 18 ივლისს კომისიამ, რომლის თავმჯდომარე იყო ვარლამ ჩერქეზიშვილი, დაათვალიერა კონსულის ქუჩაზე მდებარე ქალაქის სახლი, რომელიც ეკავა ცეცხლისმქრობელ რაზმს. კომისიამ დაადგინა, რომ სახლი უვარგისი იყო, ამიტომ უნდა დაენგრიათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს, თბილისის ექიმის თანაშემწის, გიორგი ბროძელის მოხსენების თანახმად, ბორჩალოს არცერთ სოფელში გადამდები ავადმყოფობა არ იყო, გარდა ერთისა, სადაც ქუნთრუშის რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მარიამ ივანეს ასულმა დემურიამ თავად ზაქარია ელიზბარის ძე ერისთავს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის – მან ნაძალადევის სამკითხველოს კედლის ლამაზი საათი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ვექილმა სამსონ გელოვანმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში გრიგოლ გოლოვენსკიმ და გრიგოლ დიდენკომ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 20-20 კაპიკი შესწირეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას პარესა და გიგო ქურდიანებმა 100 მანეთი შესწირეს.