რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ს. ო. გულიშამბაროვი კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის მომწყობ მთავარ კომიტეტში ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ვარციხის სახელმწიფო მამულში დასაქმებული მუშები ეკონომიკური პირობების გამო გაიფიცნენ. მათთან მოსალაპარაკებლად ჩასული შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძე პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ გედევანიშვილმა თავის პიესებში აღებული ჰონორარი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მაისს ქ. ქუთაისში ივანე ჭანტურაშვილის ინიციატივით გაიმართა წარმოდგენა სოფელ აცანის წიგნთსაცავ-სამკითხველოს დასახმარებლად.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 13 ივლისს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა თბილისის მე-2 გილდიის ვაჭარ ივანე დავითის ძე ხუდადოვის საქმე, რომლის ანდერძის მიხედვით დატოვებული თანხა 3000 მანეთი ყალბი ვექილობით ფარსადან ხუდადოვის ნაცვლად მის შვილს, ნიკოლოზ ხუდადოვს გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იარალოვის ქარხნის ხელოსნები იარალოვს უჩიოდნენ იმის გამო, რომ მუშებს წინასწარ უკავებდა ხელფასის ნაწილს იმ შემთხვევისთვის, თუ ქარხნის იარაღ-მანქანებს გააფუჭებდნენ. მან ხელოსნები სამსახურიდან გაათავისუფლა, ამიტომ დაკავებული ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ივლისს თელავის კლუბის დარბაზში ზაქარია ჩხიკვაძის ხელმძღვანელობითა და მელქო აჯიმამუდოვის მონაწილეობით გაიმართა ქართულ-რუსულ-სომხური კონცერტი, რომ თანხა მოეზიდათ სათეატრო შენობის ასაგებად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ოქტომბერს არტისტთა საზოგადო თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის „ყაჩაღები“ წარმოადგინეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის კავკასიის სამეურნეო გამოფენაზე ქუთაისის განყოფილება შუამდგომლობდა, რომ გუბერნიის მემამულეებისთვის გამოფენაში მონაწილეობის ნება დაერთოთ – ვაზის, ხეხილისა და დეკორატიულ მცენარეთა ნერგები წარმოედგინათ, რაზეც მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა უარი განაცხადა ქუთაისის გუბერნიაში ფილოქსერის გავრცელების გამო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით თბილისის მესამე მომრიგებელი სასამართლოს განყოფილების ბოქაული იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე სამსახურიდან დაითხოვეს ავადმყოფობის გამო თავისი თხოვნის თანახმად.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისში ჩამოვიდა საკომერციო სასწავლებლის ახლად დანიშნული ინსპექტორი იაროსლავ სვატოვი, რომელიც იქამდე დროებით დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 ივლისს განსაკუთრებულმა კომისიამ, გამგეობის წევრის, ვარლამ ჩერქეზიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისის პოლიცმაისტერმა და ქალაქის ინჟინერმა ამბარცუმ ენფიაჯიანცმა დაათვალიერეს კონსულის ქუჩაზე მდებარე ქალაქის სახლი, რომელშიც იყო ცეცხლისმქრობელი რაზმის სადგომი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფ. შილდის სამკითხველოსთვის თანხა გაიღეს ესტატე მირიანაშვილმა, ილიკო წერეთელმა, დავით თურმანიძემ და სოლომონ დოლიძემ.

