რეგისტრირებული ფაქტები90453
სორტირება თარიღი მზარდობით
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ონელ მკითხველებს 1873 წლის ნომრების გამოწერა კ. კლდიაშვილის წიგნის მაღაზიაში შეეძლოთ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის ფოთელი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას ზ. არწუნოვის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: მფლობელობა
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გორის მაზრაში ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ციციშვილის მამული იყიდებოდა, რომელიც სახნავ-სათეს და საძოვარ ნაკვეთებს მოიცავდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 17 ნოემბრის „დროების” ცნობით, გაზეთის თელაველი მკითხველები 1873 წლის ნომრების გამოწერას ლევან ჯანდიერის წიგნის მაღაზიაში შეძლებდნენ.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 29 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდებაში შეტანილი ცვლილებები მიხეილ მამაცაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 7 დეკემბერს ქუთაისის საოქლო სასამართლის პროკურორმა ბალანდინიმ გლეხ გიორგი ლაღიაშვილის დაჭრისთვის დაკავებულ ივანე მესხს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 15 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ვენის მსოფლიო გამოფენაში წარსადგენ ნიმუშებს კავკასიის მეურნეობის საზოგადოების მდივანი ნიკოლოზ სიტოვსკი შეაფასებდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ლუარსაბ მაღალაშვილი და დ. სუმბათოვი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

