რეგისტრირებული ფაქტები88285
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დადგინდა, რომ 1919 წელს ახალი სენაკის ბიბლიოთეკაში მკითხველთა შორის 2590 ქართველი იყო, 6 კი — რუსი. ბიბლიოთეკიდან სულ 1105 ქართულენოვანი და 17 რუსულენოვანი წიგნი გაიცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1919 წელს ახალი სენაკის უფასო ბიბლიოთეკის შემოსავალი 8198.85 მანეთი იყო. მათ ეს თანხა მთლიანად გასცეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წელს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბესარიონ ლუკას ძე ხოფერია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია იყო დეპარტამენტის მმართველი იუსტიციის სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს იუსტიციის ახლად დანიშნული მინისტრი რაჟდენ არსენიძე გაეცნო სამინისტროს კანცელარიას.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ზანდუკელი იყო ექიმი, მოსკოვის კლინიკისა და სანატორიუმის ყოფილი ასისტენტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთი „საქართველო“ წერდა, რომ პოლონური გაზეთების ცნობით, ყუბანის მიერ პურის მიცემა შეწყდა, რისი მიზეზიც იყო დენიკინსა და ანტანტას შორის უთანხმოება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ტყეშელაშვილი იყო კანის და ვენერიულ სნეულებათა ექიმი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განცხადებების აგენტ მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონიას არშაკუნოვის ქუჩაზე, სასამართლოს ბოლოში, ჰქონდა ბინა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ი. მ. ლაზარევი აწარმოებდა კონიაკსა და არაყს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მაქსიმე გაჟონია იყო განცხადებების შემკრები აგენტი თბილისისა და ამიერკავკასიის გაზეთებისათვის.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილს ჰქონდა ბინა ოლღას ქ. N 3-ში.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ ალექსანდრე დავითის ძე კეკელიას ჰქონდა საკუთარი სამკურნალო კაბინეტი მიხეილის პროსპექტზე N 11-ში, სასტუმრო „ნოეს“ პირდაპირ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორ გ. გ. მეჰრაბიანს ბინა ბებუთოვის ქ. N 23-ში ჰქონდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე დავითის ძე კეკელია იყო კანის და ვენერიულ სნეულებათა ექიმი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მედიცინის დოქტორი, ბერლინისა და მოსკოვის უნივერსიტეტების კლინიკების ყოფილი ასისტენტი გ. გ. მეჰრაბიანი იუწყებოდა, რომ ჭლექითა და გულით დაავადებულებს იღებდა მისამართზე: ბებუთოვის ქ. N23.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორი მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი თბილისის სამხედრო სკოლის უფროსი ექიმი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობა გულგრილი ვერ დარჩებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერთა შორის 23 ნოემბრის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის მიმართ.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ კონსტანტინე ტყეშელაშვილს ჰქონდა საკუთარი საექიმო კაბინეტი მიხეილის საავადმყოფოსთან, პლეხანოვის პრ.N5-ისა და ბელგიის ქ. N1-ის კუთხეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ სომხეთის მთავრობამ წინადადებით მიმართა აზერბაიჯანის მთავრობას, ბოლო მოეღოთ სისხლისღვრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს დაეკისრებოდა.

