რეგისტრირებული ფაქტები88778
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი იანვრიდან ბარბალე გარსიაშვილი დამტკიცდა ახალციხის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წელს დიმიტრი ბოკილიონი ცხოვრობდა პარიზში და საქართველოს განათლების სამინსტროს სთხოვდა გაეგზავნათ მისი კუთვნილი ატესტატი, რათა შეძლებოდა სწავლის გაგრძელება.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს, შრომის კომისრის თხოვნის თანახმად, მომრიგებელ კამერაში ბათუმის წარმომადგენელად საბჭომ აირჩია ჯემალ-ეფენდი ქიქავა და მის კანდიდატად – გ. ვ. ბოგდანოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს არდადეგებზე ივანე გაჩეჩილაძე ითხოვდა 28 დღიან შვებულებას ჯამაგირის შენახვით, რომელიც არ დაუკმაყოფილეს. განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, სასწავლებლის ინსპექტორი შვებულებაში იყო და დირექტორის გარეშე სასწავლებლის დატოვება უხერხული იქნებოდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წელს ექიმი ე. მ. მძინარიშვილი, რომელსაც თბილისში კერძო სამკურნალო ჰქონდა, ღარიბ ავადმყოფებს უფასოდ ემსახურებოდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სიმონ ილიას ძე ანანიევი განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლად მსახურობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
28 წლის ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1920 წელს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის ნიკანდრი ზაქარიას ძე არველაძის პირადი საქმის მიხედვით, ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძეს და მის მეუღლეს არც თავისი ქონება და არც მშობლების მემკვიდრეობა არ ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სახელმწიფო თეატრის კომისარმა ალექსანდრე წუწუნავამ ნ. ხოლიფი პეტროგრადში გაგზავნა ლ. სიბინოვის, ლ. სიბირიაკოვის, ნ. ვოლევიჩისა და ვ. მეტცალის თბილისში მოსაწვევად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში ჯარის ნაწილი გაგზავნა ხალხის მტრების საპოვნელად და გაანარქისტებული ჯგუფებისათვის გადასახადის დასაკისრებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ხულოში საქონელს შავი ჭირი გაუჩნდა. ამის გამო იქ ვეტერინარი ტიმოფეევი გაგზავნეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წელს ბაქოს მუშათა საბჭოში ჰუსეინოვი ამტკიცებდა, რომ საქართველო ნავთობს ვრანგელს მიჰყიდდა. საბოლოო რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანულ მხარეს განატიას მისცემდა, რომ ნავთობს მხოლოდ თვითონ მოიხმარდა და კავშირს გაწყვეტდა საბჭოთა მტრებთან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს სოხუმის სასამართლოს ლიკვიდაციის გამო მ. მელიანიცკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ილია ბაქრაძე, ლავრენტი ბაბუნაშვილი, კარპეზ აბაშიძე, ნიკოლოზ აბუთიძე, მარიამ აბუთიძე, ფილიპე დიმიტრის ძე გაბელაშილი, ეგნატე გიორგის ძე გაბლიანი, მიხეილ გიორგის ძე გავაშელი, პეტრე გასნევსკი და ლავრენტი გაჩეჩილაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ნადია ჭეიშვილი, მიხეილ ჭრელაშვილი, ლუბა ჭირაქაძე, გრიგოლ ბესარიონის ძე ჭოლაძე, აბესალომ ღვინეფაძე, სტეფანე გიორგის ძე ხაჟომია, სევასტი ხუჯაძე, ელენე ხაბურჯანი, კიმოთე ხაბურჯანი და ვარლამ ბიჭიას ძე ხარაბაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს რობერტ ბლეიკი თბილისის ინდოევროპული ტელეგრაფის სადგურის ხელმძღვანელი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს შავარშ სტეფანეს ძე დემირგოგლიანი თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.

