რეგისტრირებული ფაქტები85221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში კოტე მესხის წარმოდგენა-ბენეფისი გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში 35 მანეთად იყიდებოდა ეპისკოპოს გაბრიელის ტუშით შესრულებული, ჩარჩოში ჩასმული პორტრეტი.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 30 ნოემბერს ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში თავად ილია დავითის ძე ხერხეულიძის გარდაცვალებიდან ორმოცი დღისადმი მიძღვნილი წირვა აღესრულა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ბაქოდან იასე მახარობლიძემ 10 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მეთოდე კაკაბაძემ ბაქოს სკოლის მასწავლებელთა მიერ შეკრებილი 22. 74 მანეთი გადასცა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანის განცხადება, რომლის თანახმად ვექილი მოდავე მხარეებს ყოველდღიურად 11-დან 7 საათამდე მიიღებდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „დროებაში” პეტრე ჩერექოვის განცხადება გამოქვეყნდა, რომლითაც ვექილი დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა იურიდიულ მომსახურეობას სთავაზობდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 22 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მალე ახალი რუსულენოვანი გაზეთი „Тифлисскiй вьестникь“ გამოიცემოდა, რომლის რედაქტორი კონსტანტინე მიხეილის ძე ბებუთოვი იქნებოდა.
1894
ტიპი: ნასამართლეობა
1894 წელს შიო არაგვისპირელი ვარშავაში დააპატიმრეს მის მიერ ჩამოყალიბებული იქაურ ქართველთა წრის მოქმედებების გამო.