რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ივანე არტემის ძე გარსოევი, მიხეილ გარსოევი, კონსტანტინე გამგონეიშვილი, ბესარიონ კონსტანტინეს ძე გელოვანი, სერგო გერსამია, რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე, მარგარიტა პორფირეს ასული გიგინეიშვილი, გაბრიელ იოსების ძე გოკიელი, პლატონ გორდაძე და გიორგი თევდორეს ძე გორდაძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის სასკოლო განყოფილების გამგე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს რობერტ ბლეიკი თბილისში ინდოევროპულ ტელეგრაფის სადგურს ხელმძღვანელობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ილიკო ქარცივაძე თბილისის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის ბატალიონის წარმომადგენელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების წევრმა ვასილ ზაქარეიშვილმა მთავარ გამგეობას შეატყობინა, რომ ადგილობრივი განყოფილება ფაქტობრივად აღარ მოქმედებდა. მათ არჩეული ჰყავდათ გამგეობის ახალი წევრები, მაგრამ მდგომარეობა ვერ გამოსწორდა. ზაქარეიშვილმა მთავარ გამგეობას რჩევა სთხოვა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ბარბალე ლექვინაძე, ლუბა ლექვინაძე, ანდრო მაკალათია, ანა მებურიშვილი, ანდრო მებურიშვილი, ვასო მებუკე, იონა მებურიშვილი, ვლადიმერ მესხი, დავით მესხი და ვერა მესხი.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ე. შენგელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის წარმომადგენელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს მთავრობისაგან 5 მილიონი მანეთის სესხად აღების, ტყვარჩელის მადნების დამუშავების, ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის, სხვადასხვა კულტურული დაწესებულებისთვის დახმარების აღმოჩენის, მოსამსახურე პირების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, კავკავის სკოლის უზრუნველყოფის და სხვა პრობლემური საკითხები.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე გამგეობამ 54 წიგნი და რვეული გამოსცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართული უნივერსიტეტის თავისუფალ მსმენელ ბარბარე (ბაბილინა) კურდღელაშვილისას 1000-მანეთიანი ერთდროული დახმარება მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს დავით ნაცვლიშვილი ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიატი იყო.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, კირილე იესეს ძე ნინიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზიდიუმის წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 3450 სურათი ჰქონდა. წლის განმავლობაში მხოლოდ ორი სურათი დაემატა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განსვენებული მასწავლებლის, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას ოჯახს საზოგადოების ანგარიშიდან 10000 მანეთი გადაეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის 1920 წლის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლა ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გადასცემოდა, მაგრამ სკოლა თუ არსებობას შეწყვეტდა, ან პროგრამა შეიცვლებოდა, სკოლის ქონება ისევ საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავისთვის წიგნების შესაძენად 27629. 50 მანეთი დაიხარჯა, თანამშრომლების ხელფასებისა და დახმარებისთვის – 143180.

