საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84007

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში ყოველგვარ უმსგავსობას ახალისებდნენ უფროსები და მოწაფეებსაც ითრევდნენ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მესამე წელს კლასის დამრიგებელმა ვასილ ბარნოვმა მას მოწაფეთა ბიბლიოთეკა ჩააბარა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში მას იმდენად ზერელედ ასწავლიდნენ, რომ რაღაც დროის შემდეგ კითხვა დავიწყებია.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში მოწაფეთა ბიბლიოთეკაში საქმიანობით სულდგმულობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სასწავლო პროგრამა საკმაოდ ვრცელი ყოფილა, მაგრამ საგნებს უკუღმართად ასწავლიდნენ და აძულებდნენ მოსწავლეებს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში, მიუხედავად მისი ღვთისმოყვარეობისა, მას საღმრთო სჯულის, მღვდლისა და საყდრის ხსენება ზიზღს ჰგვრიდა, რადგან საღმრთო საგნებს დამახინჯებულად ასწავლიდნენ და წირვა-ლოცვაც უწესო გზით და ძალდატანებით ტარდებოდა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში მის თანამოაზრეებთან ერთად ჩუმად ჩამოუყალიბებია წრე, სადაც ქართულსა და აკრძალულ ლიტერატურას ეცნობოდნენ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მღვდლად აპირებდა წასვლას, მაგრამ ამის სურვილი სემინარიაში დაუკარგეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთვარების შემდეგ რკინიგზის კანტორაში უმუშავია, შემდეგ კი ევროპამოვლილი ამხანაგის რჩევით ვარშავაში გამგზავრებულა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, როცა რკინიგზის კანტორაში დაიწყო მუშაობა, შეხვდა ევროპამოვლილ ამხანაგს, რომელმაც მას საზღვარგარეთ გამგზავრება ურჩია.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ საშინლად არ მოსწონდა რკინიგზის კანტორაში მუშაობა, რადგან იქაურობა სემინარიაზე უარეს ჭაობად ეჩვენებოდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთვარების შემდეგ რკინიგზის კანტორაში მოეწყო, თუმცა სამუშაო არ მოსწონდა და იქიდან წასვლა უნდოდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სათავადაზნაურო სკოლაში აღმზრდელად სურდა მოწყობა, მაგრამ ეს ადგილი მიუღია მის ნაკლებწარჩინებულ ამხანაგს, რომელსაც მასზე გვიან შეუდგენია განცხადება, თუმცა გავლენიანი ბიძის წერილის გამო სწორედ ის მიუღიათ.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთვარების შემდეგ მას მეტად გაჭირვებია სამსახურის შოვნა. ბოლოს ამხანაგის დახმარებით დროებით უშოვნია პატარა მოხელის თანამდებობა რკინიგზის კანტორაში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მას სათავადაზნაურო სკოლაში აღმზრდელად სურდა მუშაობის დაწყება, მაგრამ სკოლიდან უარი მიიღო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იგი სამსახურის შოვნასა და ცოტაოდენი ფულის დაგროვებას აპირებდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ კვლავ სწავლის გაგრძელება სურდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეექვსე წელს სასწავლებლის პანსიონიდან გამოძევების შემდეგ მას მოულოდნელად ყოველთვიურად ექვსი მანეთი დაუნიშნეს სემინარიიდან. შიო ამას იმით ხსნიდა, რომ სემინარიის რექტორი პაისი გრძნობდა იმ უსმართლობას, რაც მის მიმართ ჩაიდინა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეექვსე წელს მისი სასწავლებლის პანსიონიდან გამოძევების შემდეგ, რექტორს არაერთხელ მოუგზავნია მასთან ამხანაგები თუ მასწავლებლები მისი მხრიდან ბოდიშის მოხდის შემთხვევაში პანსიონში აღდგენის წინადადებით, მაგრამ შიო თავს დამნაშავედ არ თვლიდა და არც ბოდიში მოუხდია.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეექვსე წელს იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა, რადგან სემინარიის რექტორს სასწავლებლის პანსიონიდან გამოუძევებია. თუმცა შიოს სემინარიის დამთვარება მოუხერხებია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ კოტე მესხის ოთხმოქმედებიანი პიესა „რუსთაველი“ წარმოადგინა, რომელშიც ეფემია მესხი და ვალერიან გუნია მონაწილეობდნენ.

1860

ტიპი: თანამდებობა

1860 წლიდან ონიფანტე ნადირაძე გელათის მონასტრის წინამძღვარი გახდა.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856 წლის 9 ივლისიდან 1860 წლის 31 მაისამდე ონიფანტე ნადირაძე ჭელიშის მონასტერს განაგებდა.

1856

ტიპი: ღონისძიება

1856 წლის 29 ივლისს ონიფანტე ნადირაძემ იმერეთის ეპარქიის მმართველს მისწერა, რომ დიმიტრი ფურცელაძე ჭელიშის მონასტერს ეწვია.

1856

ტიპი: ღონისძიება

1856 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის პროფესორი დიმიტრი ფურცელაძე ჭელიშის მონასტერს ეწვია.