რეგისტრირებული ფაქტები91614
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი თავისი შტაბით სომხეთში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სახალხო გვარდიის დღესასწაულის გამო ნოე ჟორდანიამ, სახალხო გვარდიამ და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა სხვადახვა კუთხიდან და ორგანიზაციებიდან მიიღეს მისალოცი დეპეშები.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-დირექტორი ზ. ნანეიშვილი საზღვარგარეთ გაგზავნის გამო თანამდებობიდან გადადგა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გვარდიელებს მიჰყავდათ ტუსაღები: ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი, ი. ჩილიკაძე და გრ. ტერ-სარქისოვი. მათ გაქცევა სცადეს და გვარდიელებმა ცეცხლი გაუხსნეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის დეკემბერში გაქცევის მცდელობისას გვარდიელებმა დახოცეს ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი და ი. ჩილიკაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში დაჭრილი ტუსაღი გრ. ტერ-სარქისოვი გაქცევის მცდელობის დროს შეიპყრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში 10 მერვეკლასელს, რომლებიც გვარდიის დღეს მწკრივში არ ჩადგნენ, მეორე გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გიმნაზიიდან დაითხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მუშებისთვის სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობითა და ამალია ლევიცკაიას, ივანე სარაჯიშვილისა და თარხან-მოურავის მონაწილეობით ოპერა „ტრავიატა“ უნდა წარმოედგინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ბესარიონ ჭიჭინაძის განკარგულებით მგზავრებისთვის მატარებლებში მოეწყო სასადილო სამზარეულოთი. N5 და N6 მატარებლებში (ბაქო-თბილისი) – ბუფეტი ცივი საჭმელებითა და ჩაით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი აბდურაჰიმ ახვერდოვი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში კოჯრის გზაზე უცნობები თავს დაესხნენ მეურმეებს და გაძარცვეს. ერთი მეურმე მოკლეს. ბოროტმოქმედების ადგილას თბილისის მაზრის კომისარი ახვლედიანი მილიციელებთან ერთად გაემგზავრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში, გამგეობის მოხსენების თანახმად, თბილისის ქალაქის საბჭომ იუბილარ ნინო ჩხეიძეს 6 000 მანეთი გადასცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში ქართულ კლუბში კლუბის მამასახლისის, დ. გაბაშვილის პროგრამით გაიმართა საოჯახო საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დრამისა და ოპერის საუკეთესო წარმომადგენლებმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში კოტე ყიფიანს დაენიშნა ყოველთვიური დახმარება 2000 მანეთის ოდენობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში საქართველოს მისიის წევრი იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილი სტამბოლში გაემგზავრა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის დეკემბერში რევოლვერით თავი დაიჭრა ყოფილმა გზათა მინისტრმა ივანე ლორთქიფანიძემ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრის თავმჯდომარეობით გამართულ თათბირზე სვანეთის მდგომარეობის გამოსასწორებლად სტრატეგიის შეიმუშავებაში მონაწილეობა მიიღეს: მინისტრის ამხანაგმა ნიკოლოზ ჭიჭინაძემ, ადმინისტრაციის დირექტორმა ს. გეგელაშვილმა, ზემო სვანეთის კომისარმა ეგნეტე გაბლიანმა, ლანჩხუთის ერობის თავმჯდომარემ მ. მიქიაშვილმა და ლანჩხუთის ერობის გამგეობის წევრმა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლ დეკემბერს გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკური გეოგრაფიის მასწავლებლად მიიწვიეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი დეკემბრისთვის გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილი ონის ერობაში მსახურობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ დეკემბერს გორის სამაზრო ერობას უგზავნიან ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის 25 ნოემბრის N51-52 შუამდგომლობას. ხელს აწერენ: მთავარგამგე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ი. ეპიტაშვილი. ქვეშ მიწერილია საქმე N259/18.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ დეკემბერს ხაშურის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ შუამდგომლობდა ქართული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებელ ლუბა აბრამიშვილს, რათა უმცროსი კლასების ქართული ენის მასწავლებლად დაემტკიცებინათ. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე შ. მხეიძე და საქმისმწარმოებელი პავლე ბლუაშვილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის დეკემბერში ერმილე გაბიანი ლაილაშის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში გამგის თანამდებობის დროებით აღმსრულებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ 1919 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად გიორგი ანდრიაძე დაინიშნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინიძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 1 დეკემბერს, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი, ნიკ.მირზიშვილი, უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს წერს, როგორც ნამსახურებითი სიიდან ჩანს, ანდრიაძეს, ა.წ. 10 ნოემბრიდან დაუმთავრებია ქუთაისის ქართული სააზნაურო რვაკლასიანი გიმნაზია და პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტად ითვლება. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკ.მირზიშვილი და საქმის მწარმოებელი კ.ჭიჭინიძე.

