საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81423

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „აჯანყება“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 ივლისს მუშტაიდის დემოკრატიულ კლუბში გაიმართება უდროოდ გარდაცვლილი პოეტის, ნოე ჩხიკვაძის საღამო მისი შვილების დასახმარებლად, იუწყება „ერთობა“.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის აპრილში ბოლშევიკებმა პარტიული სამუშაოებისთვის თბილისიდან დუშეთში გაგზავნეს თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ კავკავიდან გადავიდა სოფელ ჭოპორტში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ ივლისს დამფუძნებელი კრების წევრებმა პავლე საყვარელიძემ, სამსონ ფირცხალავამ, გრიგოლ ვეშაპელმა და ტოპჩიამ ბათუმის მოსახლეობას ანტანტის მიერ ბათუმისა და მისი ოლქის მისთვის გადაცემის შესახებ აცნობეს. ამ ცნობას ხალხი ზეიმით შეხვდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სადგურ ნატანებში დაატუსაღეს ცნობილი ყაჩაღი ვლადიმერ სურგულაძე, რომელიც ერთ დროს დაკავშირებული იყო დენიკინის შტაბთან ბათუმში. იგი ცნობილ ყაჩაღ პაიჭაძესთან ერთად მონაწილეობდა ხიდების აფეთქებასა და მატარებლების მსხვრევაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს თომა ჩუბინიძე და გიგო ხულელიძე ჭოპორტში შეხვდნენ გიორგი ლაფანაშვილს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აპრილს გიორგი ლაფანაშვილი, თომა ჩუბინიძე და გიგო ხულელიძე წავიდნენ ბაზალეთში და ლექსო ვერძეულთან დაბინავდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აპრილს ლექსო ვარძეულის სახლში გამართულ კრებას ესწრებოდნენ: მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური, ბუხაშვილი, თომა ჩუბინიძე და გიორგი ლაფანაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ ფრონტის დამხმარე მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმმა ჯარში დასარიგებლად ქართველი ჯარისკაცების აზერბაიჯანში ცხოვრების შესახებ დასურათებული ბროშურის გამოცემა გადაწყვიტა.მისი შედგენა მიენდოთ: სერგო ჟორჟოლიანს, სოლომონ დოლიძეს და ტიტე ართმელაძეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი იყვნენ ხატობა „გრიგოლობაში“, სადაც ჩაატარეს საჯარო მიტინგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აპრილს ჩატარებულ კრებაზე გიორგი ლაფანაშვილსა და მიხა პაპუნაშვილს დაევალათ ბაზალეთის, მუხრანის და ქსნის თემებში მუშაობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აპრილს ჩატარებულ კრებაზე ვიქტორ ცინცაძესა და დათიკო ხუბულურს დაევალათ პარტიული მუშაობა ლეხურისა და ჟამურის თემებში.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კოლაუ ნადირაძე კრიტიკული წერილების წიგნად გამოცემას აპირებდა. წიგნის სახელი იქნებოდა „მანეკენები“ და მასში შევიდოდა: გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, სანდრო ცირეკიძის, ნიკოლოზ მიწიშვილისა და გიორგი ლეონიძის პორტრეტები.

ტიპი: ღონისძიება

გრიგოლ რობაქიძის პიესა „ლონდა“ დასაბეჭდად გადაეცა სახელმწიფო გამომცემლობას.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს გრიგოლ რობაქიძე კლუბ „ქიმერიონის“ პატარა დარბაზში პოეტებისთვის წაიკითხავდა თავის პიესა „ლონდას“.

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ალექსანდრე წუწუნავა დგამდა გრიგოლ რობაქიძის პიესას „ლონდა“. მთავარი როლები უნდა შეესრულებინათ ელენე დონაურს და მარიამ დავითაშვილს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლიდან ბაგრატ ბეთნელი ახალციხისა და გორის მაზრებში მასწავლებლად მუშაობდა, ასევე თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასთან.

1918

ტიპი: თანამდებობა

ბაგრატ ბეთანელი ქართველთა შორის წერა-კითვის გამავრცელებელი საზოგადოების აკაურთის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბაგრატ ბეთანელს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლიდა მასწავლებლად ემუშავა, ამიტომ ითხოვდა შესაფერის სამსახურს თბილისში, სადაც შეძლებდა აბანოებით ესარგებლა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. ასევე ითხოვდა ოჯახისთვის დახმარებას.

1918

ტიპი: ავტორობა

ბაგრატ ბეთანელი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას თვლიდა ადამიანის უკეთილშობილეს გრძნობათა გამომხატველად, რომელსაც ხალხის ზნეობრივად ამაღლება შეეძლო. ის იზიარებდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პროგრამას.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბაგრატ ბეთანელს თხოვნაზე, თბილისში შესაფერის სამსახურში განწესების შესახებ, პასუხი მიუვიდა. როგორც თვითონ ამბობდა მასწავლებლად მუშაობა არ შეეძლო, ხოლო სხვა თავისუფალი ადგილი სამინისტროში არ მოიპოვებოდა, ამიტომ მისი თხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქუთაისის რეალური სასწავლებლის მასწავლებელი ფერდინანდ ფრანცის ძე ბეთანელი ითხოვდა დასვენებას ჯანმრთელობის აღსადგენად, ვინაიდან ავადმყოფობის გამო გაკვეთილების ჩატარებას ვერ ახერხებდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლბელს, ფერდინანდ ბეთნელს, რომელიც საკლასო კომისიის სხდომის შემდეგ სასწავლებლიდან სახლში ბრუნდებოდა, საღამოს ათ საათზე, კაზოვის ქუჩაზე, მისი ბინის მახლობლად თავს დაესხნენ, ძლიერ სცემეს და თავი გაუტეხეს. მისი მდგომარეობა სერიოზული იყო.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კომისია თვლიდა, რომ ქუთაისის რეალური სასწავლებლის მასწავლებელზე ფერდინანდ ბეთანელზე თვდასხმა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ზოგიერთი მოწაფის წარმატების ცუდი ნიშნებით აღნიშვნით.