რეგისტრირებული ფაქტები84008
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ქართულმა დასმა ვალერიან შალიკაშვილის პიესა „გადაჭრილი მუხა“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ნოემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ ალექსანდრე წუწუნავასა და მიხეილ ქორელის რეჟისორობით „სოფლის ექიმი“ და „ხანუმა“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის თეატრში ქართულმა დასმა გიორგი იშხნელის, თამარ დავითაშვილის, მარო მდივნის, ნატალია ჯავახიშვილის, ვალერიან შალიკაშვილის, დავით მგალობლიშვილის და სხვ. მონაწილეობით სპექტაკლი „ანტიგონე“ წარმოადგინა.
1809
ტიპი: ღონისძიება
1809 წელს სოლომონ II-მ მრავალძალის წმ. გიორგის ეკლესია ჯრუჭის მიტროპოლიტ დავით წერეთელს გადასცა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის აგვისტოში ხონის ელენე ბახტაძის ქალთა პროგიმნაზიაში გამოცხადდა მიღება უმცროს და უფროს მოსწავლეთა მოსამზადებელ კურსებზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ნაძალადევის თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანისა და სხვ. მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს იოსებ გედევანიშვილი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს მდივნად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს დიმიტრი ჩოლოყაშვილი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს ხაზინადრად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 ნოემბერს კოტე აფხაზი თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე სააღმასრულებლო ბიუროს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე შანშიაშვილმა ახალი ყოველდღიური გაზეთის „საქართველო“ გამოცემა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე ნიკოლოზ ერისთავი, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი ჟურული, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ივანე გედევანის ძე გომართელი და ს. ფორაქიშვილი სააღმასრულებლო ბიუროს წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ნოემბერს არტისტთა საზაფხულო თეატრში ვასო აბაშიძის ბენეფისზე ნინო ჩხეიძის მონაწილეობით ერთმოქმედებიანი დრამა „ღამე“ წარმოადგინეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს არქიმანდრიტმა ნიკიფორემ ნიკორწმინდელ ხელოსნებს, გიორგი კობახიძესა და სეფე ჯავახიძეს, ექვსოთახიანი საწინამძღვრო სახლის აგებისთვის 400 მანეთი გადაუხადა.
1857
ტიპი: ღონისძიება
1857 წელს არქიმანდრიტმა ონიფანტე ნადირაძემ ჭელიშის მონასტრის საწინამძღვრო სახლი შეაკეთა.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864-66 წლებში იღუმენმა იოსებ ბაქრაძემ შეაკეთა ჭელიშის მონასტრის საწინამძღვრო სახლი, რისთვისაც 100 მანეთი დახარჯა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 დეკემბერს ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ვოდევილი „თაიგული“ წარმოადგინა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს არქიმანდრიტმა მაკარ ჯანელიძემ ჭელიშის მონასტერში ახალი სამრეკლოს აშენება დაიწყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 დეკემბერს ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ სახალხო სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ვალერიან შალიკაშვილის მიერ თარგმნილი სამმოქმედებიანი დრამა „ზღვასთან“ წარმოადგინა.