რეგისტრირებული ფაქტები88412
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1805
ტიპი: ღონისძიება
1805 წლის 1-ელ დეკემბერს დავით ჭიჭინაძემ სხვავის მონასტერს ხივშში მდებარე ვენახი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოების საკონცერტო დარბაზში კოტე ფოცხვერაშვილის კონცერტი გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს პიესა „ციმბირელი“ ი. რევაზიშვილის, ანა კავთელის, იოსებ ივანიძის, გიორგი იორდანაშვილის, გიგო გელიკურაშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1812
ტიპი: ღონისძიება
1812 წლის 19 ოქტომბერს ზურაბ მაჩაბელმა სხვავის მონასტერს შესწირა იწის მცხოვრები სვიმონიკა გეწაძე ცოლ-შვილით, სახლითა და მიწებით.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წლის 18 მაისს ზურაბ მაჩაბელმა სხვავის მონასტერს შესწირა ველევის მცხოვრები დავით გელბახიანი და მისი ძმები თავიანთი ქონებით.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ნოემბერში გიორგი ილიას ძე ჩუბინაშვილს ვარშავის საავადმყოფოში ფეხი მოჰკვეთეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წარმოადგინა პიესა „ზღვასთან“ ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, მ. რომანიშვილის, სუზანა ბეჟანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წამოადგინა პიესა „იმედის დაღუპვა“ ეფემია მესხის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ანეტა ქიქოძის, ვასილ არაბიძის, მიხეილ სარაულის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, სუზანა ბეჟანიშვილისა და ანა შოთაძის მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ დეკემბერს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასის წარმოდგენაში „ზღვასთან“ 8 წლის მედეა ქორელმა ანას როლი შეასრულა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ მსახიობ ვიქტორ ნიკოლოზის ძე მატარაძის სურათი დაიბეჭდა.
1810
ტიპი: ღონისძიება
1810 წელს შოშიტა ჩაჩანიძემ სხვავის მონასტერს ნ. საგანელიძე და ხიმშის მამული შესწირა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 10 ნოემბერს 23 წლის პორუჩიკი ნ. ს. ანდრონიკაშვილი გერმანელებთან ბრძოლაში მოკლეს.

