რეგისტრირებული ფაქტები85276
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს რეჟისორი იუზა ზარდალიშვილი ბაქოს დრამატული საზოგადოების დასში მიიწვიეს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წელს ბაქოს დრამატულ წრეში რამდენიმე წარმოდგენის გამართვის შემდეგ ვალერიან შალიკაშვილი ჭლექით დაავადდა და დასს ჩამოშორდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში გამოვიდა გრიგოლ ჩარკვიანისა და მიხეილ გაჩეჩილაძის მიერ შედგენილი 1915 წლის კედლის კალენდარი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, სახაზინო თეატრში ვარდან ლორთქიფანიძის დებიუტი უნდა გაემართათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ბაქოს დრამატულმა წრემ რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი მიიწვია და მისი მონაწილეობით რამდენიმე წარმოდგენა გამართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის სცენისმოყვარეებს სერგო პეპანოვის რეჟისორობით ივანე გიგოშვილის ხუთმოქმედებიანი დრამა „შურისძიება“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ი. ა. სტურუასი სხვადასხვა შეკვეთებს იღებდა ზომის სურათების გადასაღებად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოებრივ დარბაზში კოტე ფოცხვერაშვილის კონცერტი გაიმართა.
1814
ტიპი: ღონისძიება
1814 წლის 4 აპრილს ტატუა ჩიკვაიძემ სხვავის მონასტერს შესწირა ოთხი კასრი ღვინო და სამი კოდი პური, სამაგიეროდ ყოველ დიდმარხვის მეორე კვირას ერთ მღვდელმონაზონს მისთვის კერძო ჟამისწირვა უნდა გადაეხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ივანე პოლუმორდვინოვმა თავისი თარგმნილი ანტონ ჩეხოვის მოთხრობების გამოცემა დაიწყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის დასუფთავების კომისიის თავმჯდომარე ტიტე ქიქოძე ქალაქის სანიტარული მდგომარეობის შესწავლას შეუდგა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 ნოემბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ წმინდა გიორგის ეკლესიაში ქვაშვეთობისადმი მიძღვნილი წირვა გადაიხადა და ახალაშენებული სამრევლო სკოლა აკურთხა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 10 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობმა ბარბარე ავალიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას რამდენიმე სასცენო კოსტუმი უსახსოვრა.