საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ნოემბერში კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ხაშურის თეატრის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

უნტერ-ოფიცერი ივანე ბერიძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ეპიფანე ჩხაიძე ლანჩხუთის სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს მხატვარმა მოსე თოიძემ გამოფენა გამართა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა რამდენიმე საერო-სასულიერო კონცერტი გამართა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

უნტერ-ოფიცერი ნიკოლოზ გურგენიძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 დეკემბერს ბაქოს დრამატულმა საზოგადოებამ ვალერიან შალიკაშვილის სასარგებლოდ წარმოადგინა პიესა „ზღვასთან“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 დეკემბერს თბილისის გამგეობის წევრებმა ესტატე ჩერქეზიშვილმა და ამბარცუმ ენფიაჯიანცმა ექიმებთან, ბარტელსა და დანკევიჩთან ერთად ნავთლუხში დაათვალიერეს ადგილები მიხეილის საავადმყოფოს სასაფლაოსთვის თავისუფალი ადგილის მოსაძებნად.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოლიო ირეთელი წერდა ოთხმოქმედებიან ფსიქოლოგიურ პიესას.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მარტში სოფ. ლანჩხუთის სასწავლებლის პედაგოგმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ღარიბი მოსწავლეებისთვის უფასოდ დასარიგებლად მიიღო 15 ცალი „დედა ენა“, 5 „ბუნების კარი“, 15 დედანი და ამდენივე ასპიდის დაფა. შემოწირულობა გადასცეს ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა შარაშიძის პიესა „ავგაროზი“ რუსულად გთარგმნეს და სცენაზე დადგმას აპირებდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 დეკემბერს ბაქოს დრამატული საზოგადოების მიერ ვალერიან შალიკაშვილის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე 600 მანეთამდე შეაგროვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს ავლაბრის სახალხო სახლში ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი პიესა „მათიკო“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლით კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა საეკლესიო საგალობელთა კრებულის გამოცემა გადაწყვიტა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ზურაბის ძე აბაშიძის წერილი 7 დეკემბერს სახალხო სახლში წარმოდგენილი „უმუშევარნის“ შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 6 დეკემბერს ავჭალის აუდიტორიაში წარმოდგენილი „და-ძმის“ შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოლიო ირეთელი ოთხმოქმედებიან ფსიქოლოგიურ პიესას წერდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე წუწუნავა ს. გლახაშვილის ერთ-ერთი პიესის რუსულ სცენაზე დადგმას ფიქრობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 6 იანვარს გორში ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ და „და საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოების საკონცერტო დარბაზში გამართული კონსტანტინე ფოცხვერაშვილის კონცერტის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 დეკემბერს ავჭალის აუდიტორიაში იოსებ იმედაშვილის რეჟისორობით პიესა „და-ძმა“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის თეატრში მარო მდივანის ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისის გამგეობამ და ხორცის დუქნების გამგე-კომისიამ მოისმინა დუქნების მმართველის, ნ. ალიხანოვის ანგარიში.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დემნა შენგელაიამ დაწერა ხუთმოქმედებიანი დრამა „დამსხვრეული კერპი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის დეკემბერს საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე სმანიგინისამ ღარიბებს ფული დაურიგა.