რეგისტრირებული ფაქტები85467
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე (ასიკო) ბიძინას ძე ერისთავს ჰქონდა საკუთარი ბინა თბილისში, მამადავითის ქ. N36-ში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე ზაქარიას ასული ერისთავისა ირაკლი ალექსანდრეს ძე ერისთავის ცოლი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი რევაზ იასონის ძე ერისთავი ალექსანდრე ბიძინას ძე ერისთავის ძმისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ნიკოლოზის ძე ერისთავი ალექსანდრე ბიძინას ძე ერისთავის ძმისწული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე ზაქარიას ასული ერისთავისა ალექსანდრე ბიძინას ძე ერისთავის რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი ალექსანდრეს ძე ერისთავი ალექსანდრე ბიძინას ძე ერისთავის ვაჟი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ერისთავი ალექსანდრე ბიძინას ძე ერისთავის ძმისწული იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 მარტს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ალექსანდრე ლომთათიძე დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უფროს მოადგილედ აირჩიეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მარტში ექვთიმე თაყაიშვილი და სიმონ მდივანი დამფუძნებელი კრების სხდომაზე თავმჯდომარის უმცროს მოადგილეებად აირჩიეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიმდინარე წელს დაბეჭდა დავით კლდიაშვილის თხზულებათა II ტომი, ეგნატე ნინოშვილის ნაწერები სამ ტომად (ივ. გომართელისა და აკაკი წერეთლის კრიტიკული განხილვით) და ვასილ ბარნოვის თხზულებათა პირველი ტომი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 მარტს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ გორის მაზრის ინსტრუქტორი მასოხოვი ჯავის უმაღლეს სასწავლებელში მათ არ დაუშვიათ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი არჯევანიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 მარტს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორმა კონსტანტინე ბიძინას ძე გაბარაშვილმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ 1920 წლის 10 მარტიდან პედაგოგიურმა რჩევამ მასწავლებლებს ელისაბედ აბდუშელიშვილის გაკვეთილები ვერ გაუნაწილა და 15 მარტიდან კავკასიის ქალთა გიმნაზიის ყოფილი ფრანგული ენის მასწავლებელი აბაშიძის ასული მიიწვია გიმნაზიაში სამუშაოდ. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი, მღვდელი კონსტანტინე გიორგიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 მარტს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, მიუხედავად იმისა, რომ ერობა წინააღმდეგი იყო ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად ემუშავა დავით გიკაევსა და მ. სანაყოევს, ისინი იქ მაინც განაგრძობდნენ მუშაობას. ვინაიდან, ასეთი საქციელი სამინისტროს შეუწყნარებლად მიაჩნდა, წინადადება შესთავაზა ჯავის სასწავლებლის გამგეს, რომ ისინი მოქცეულიყვნენ ერობისა და სამინისტროს განკარგულების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 18 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა ეკა შირსკის ბებია იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 მარტს ალექსანდრე (ასიკო) ბიძინას ძე ერისთავს საკუთარი ბინიდან, მამადავითის ქ. N36-დან, ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში გადაასვენებდნენ და წესის შესრულების შემდეგ სოფელ რეხაში დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების 19 მარტის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო ხელშეკრულება განიხილეს. შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, სიმონ გურგენის ძე მდივანმა თურქეთის მიერ ბათუმის ოლქის უკანონო მიტაცებაზე და მის შემოსაერთებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 მარტს სასახლის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას გადასცეს რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბათუმის ოლქი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. მომიტინგეები მთავრობისგან პრობლემის მოსაგვარებლად გაბედული ნაბიჯის გადადგმას მოითხოვდნენ.